ქართულ-გერმანული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2024 19.06.2024

ქართულ-გერმანული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2024

ქართულ-გერმანული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2024

„ქართული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა“

იწყება რეგისტრაცია ქართულ-გერმანულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში

მონაწილეობის მისაღებად!

მიმდინარე წლის 19 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, აღმოსავლეთ ევროპის

უნივერსიტეტი გერმანიის ქალაქ აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად აორგანიზებს ქართულ-

გერმანულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას: „ქართული მცირე და საშუალო

საწარმოების განვითარების ხელშეწყობა.“

საზაფხულო სკოლის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს Blue Ocean Strategy. აღნიშნულ

მეთოდზე დაყრდნობით, საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოხდება სტრატეგიული

მენეჯმენტის სხვადასხვა მიდგომების შესწავლა.

მცირე და საშუალო საწარმოები (SME) წარმოადგენს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ

მამოძრავებელ ძალას როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. აქედან გამომდინარე,

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის

უნივერსიტეტის და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის

მიმართულების სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას სტრატეგიული მენეჯმენტის

სხვადასხვა მეთოდებში იმისათვის, რომ მათ შეძლონ შექმნან ქართული მცირე და

საშუალო ბიზნესის ზრდის სტრატეგიები.

საზაფხულო სკოლაში მონაწილე სტუდენტებს მენტორობას გაუწევენ გამოცდილი

პროფესორები საქართველოდან და გერმანიიდან.

ფორმატი: ბიზნესის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის

სტუდენტების ჯგუფები გერმანიიდან და საქართველოდან ინტენსიურად გაატარებენ

ერთ სამუშაო კვირას, განსაზღვავენ პოტენციურ კონცეფციებს. საზაფხულო სკოლის

დასასრულს, სტუდენტები აღნიშნულ კონცეფციებს წარუდგენენ პოტენციურ

დაინტერესებულ მხარეებს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის საფასური: ქართველი სტუდენტებისთვის

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა.

სამუშაო ენა: ინგლისური

სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის და თბილისის ჰუმანიტარული

სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების სტუდენტები

რეგისტრაცია: დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია

https://forms.gle/fHALJdyZNcdjEgT87

რეგისტრაციის ბოლო ვადა: მიმდინარე წლის 10 ივლისი.

საზაფხულო სკოლის ჩატარების თარიღი: 19.07.2024 – 25.07.2024

მისამართი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; კამპუსი 1: ქ. თბილის ი. ენუქიძის ქ.

6, (დავით აღმაშენებლის ხეივანი, აშშ საელჩოს მიმდებარედ).

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია 2021 – ახალი შეთანხმება გენდერული თანასწორობისთვის (გერმანია) 20.07.2021

საერთაშორისო კონფერენცია 2021 – ახალი შეთანხმება გენდერული თანასწორობისთვის (გერმანია)

2021 წლის 16 ივლისს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (გერმანია) ეგიდით ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე: - „ახალი შეთანხმება გენდერული თანასწორობისთვის&l...

ვრცლად
ტრენინგი თემაზე: ფსიქოლოგიის შასაძლებლობები 07.11.2020

ტრენინგი თემაზე: ფსიქოლოგიის შასაძლებლობები

2020 წლის 27 ოქტომბერს ჰუმანიტარული ფაკულტეტის  ფსიქოლოგიის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თე...

ვრცლად