შეხვედრა სტუდენტებთან! 08.10.2024

შეხვედრა სტუდენტებთან!

2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან, თემაზე: ,,სტუდენტთა კარიერული გზა“.

სტუდენტებს სამოქმედო გეგმისა და სამუშაო აღწერილობის შესახებ ესაუბრნენ თჰუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი და  სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნათია ჩიხიაშვილი.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტთა ინფორმირებას ზემოაღნიშნული სამსახურის საქმიანობის შესახებ,  რაც უპირველესად გულისხმობს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მოტივაციის ამაღლებას კარიერული ხედვის ფორმირებაში, მათთვის შესაბამის ხელშეწყობაოპტიმალური ვარიანტების შერჩევასა და დასაქმებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები, მათ შორის სტუდენტთა თვითმმართველობის წევრებიც.

დასასრულს, კითხვა-პასუხის ფორმატში, შეხვედრის მონაწილეთა შორის გაიმართა საინტერესო დიალოგი და დაისახა გზები სამოქმედო გეგმის წარმატებით მისაღწევად.

მსგავსი სიახლეები

ძვირფასო სტუდენტებო, 2018-2019 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი იწყება 25 თებერვლიდან! 18.02.2019

ძვირფასო სტუდენტებო, 2018-2019 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი იწყება 25 თებერვლიდან!

ძვირფასო სტუდენტებო, 2018-2019 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი იწყება 25 თებერვლიდან!

ვრცლად
საქველმოქმედო ფოლკლორული საღამო 18.05.2019

საქველმოქმედო ფოლკლორული საღამო

2019 წლის 15 მაისს 18:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა საქველმოქმედო...

ვრცლად
გაცვლითი პროგრამა ბულგარეთში 21.05.2026

გაცვლითი პროგრამა ბულგარეთში

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, Erasmus+...

ვრცლად