
საინტერესო შეხვედრა, საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურთან!
2024 წლის 20 ნოემბერს 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალთან.
შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ხარშილაძემ სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს გააცნო სამსახურის სამოქმედო გეგმა და წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „საერთაშორისო მობილობა, როგორც ინტერნაციონალიზიციის მთავარი მექანიზმი“.
პრეზენტაციის დასასრულს მონაწილეთა შორის გაიმართა დიალოგი. შეხვედრაზე, სტუდენტთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილემ, თათია მაზანაშვილმა ისაუბრა თვითმმართველობის მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე, მანვე გამოთქვა მოსაზრება პარტნიორ უნივერსიტეტებთან, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მოწვეული ლექტორების ჩართულობით დაიგეგმოს საჯარო ლექცია “კიბერუსაფრთხოების საკითხებთან“ მიმართებით.
მსგავსი სიახლეები
2021 წლის 23 აპრილს, 19.00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდება ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში
მასტერკლასს გაუძღვება გიორგი რუხაძე, კომპანია „ორიენტ ლოჯიკის“ სამთავრობო სექტორის მიმართულების ხელმძღვანელი და კომპანია &bdqu...
ვრცლად2021 წლის ევროპული კვლევებისა და ინოვაციების დღეები
ევროკომისია აცხადებს 2021 წლის ევროპული კვლევებისა და ინოვაციების დღეებს, რომელიც მიზნად ისახავს, თავი მოუყაროს მკვლევრებ...
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და სასტუმრო ჰილტონ ინნ თბილისი ჭავჭავაძეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
2025 წლის 12 აგვისტოს თბილისის ჰუმა...
ვრცლად