ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2025“ დაიწყო 03.05.2025

ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2025“ დაიწყო

საქართველოში სტუდენტური ფესტივალი “სტუდფესტი 2025” დაიწყო, რომლის ორგანიზატორებიც არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია. ფესტივალი მოიცავს მთელ წელს და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტებისათვის.

ფესტივალის მიზანია - შექმნას ახალგაზრდებისთვის პლატფორმა, საკუთარი თავის გამოხატვის, უნარების გამოვლენის, ნიჭის გაზიარებისა და პოზიტიური ცვლილებებისთვის.

მიმდინარე წელს „სტუდფესტი-25“- ში კვლავაც აქტიურად ჩაერთო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობა.

2 მაისს ფესტივალის ფარგლებში სასტენდო სროლის ტურნირი გაიმართა,  სადაც თჰუ-ს ბიზნესადმინისტრირების პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი რუსიფ იუსიფოვი მონაწილეობდა.

სტუდენტებს, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ ფესტივალში მონაწილოების მიღება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ ბმულს,  შეავსოთ კითხვარი, რითაც დაეხმარებით "სტუდფესტი 2025-" თქვენს ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების დაგეგმვაში და კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებთ ფესტივალს.

https://forms.office.com/pages/responsepage.aspx…

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური,

სტუდენტთა თვითმმართველობა

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი სიახლეები

შეიძინე ცოდნა  საუკეთესო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე  და გახდით საუკეთესო სტუდენტი! 22.01.2019

შეიძინე ცოდნა საუკეთესო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე და გახდით საუკეთესო სტუდენტი!

შეიძინე ცოდნა  საუკეთესო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე  და გახდით საუკეთესო სტუდენტი!

ვრცლად
„მე ვსაუბრობ ქართულად“ 07.06.2019

„მე ვსაუბრობ ქართულად“

თჰუ კვლევებისა და განვითარების ცენტრის, ჰუმანიტარული ფაკულტეტისა და სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული გა...

ვრცლად
არ გამოტოვო! ონლაინ სამეცნიერო დისკუსია 20.02.2024

არ გამოტოვო! ონლაინ სამეცნიერო დისკუსია

  2024 წლის 2 მარტს 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუ...

ვრცლად