ისწავლე და დასაქმდი შენთვის სასურველ გარემოში!
კომპანია „სუფთა სახლი“, დასაქმების პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს სთავაზობს დასაქმებას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, მათთვის ხელსაყრელი გრაფიკით. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უწყვეტ რეჟიმში შეძლონ ლექცია - სემინარებზე დასწრება და იმავდროულად დასაქმდნენ „სუფთა სახლში“ , მათზე მორგებული 4 ან 6 საათიანი გრაფიკით.
სურვილის შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლები ეწვევიან თჰუ-ს სასწავლო სივრცეს და ჩაატარებენ დასაქმების ფორუმს, სადაც განთავსებული იქნება დასაქმების ბანერები და სტუდენტები დეტალურად გაეცნობიან დასაქმების პროექტს.
დასაქმების მსურველებს შეუძლიათ, მარტივად QR კოდის საშუალებით გააგზავნონ პირადი მონაცემები კომპანია „სუფთა სახლის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი სიახლეები
20 დეკემბერს თჰუში ტარდება ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო...
ვრცლადმაია ბენიას საჯარო ლექცია: ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები
5 აპრილს, 19 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდება მაია ბენიას საჯარო ლექცია თემაზე: „ციფრული ე...
ვრცლადI სტუდენტური კონფერენცია ნეირომეცნიერებებში
27 დეკემბერს, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება...
ვრცლად
