შეხსენება: სტუდენტთა III საერთაშორისო, ინტერდისციპლინური, სამეცნიერო კონფერენცია 06.11.2025

შეხსენება: სტუდენტთა III საერთაშორისო, ინტერდისციპლინური, სამეცნიერო კონფერენცია

არ გამოტოვო, მიიღე მონაწილეობა!

2025 წლის 27 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება  სტუდენტთა III საერთაშორისო, ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია.         

სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება  ჰიბრიდულ რეჟიმში, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის,  მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

  1. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  2. სოციალური მეცნიერებები (ბიზნესი, სამართალმცოდნეობა და ფსიქოლოგია);
  3. ტურიზმი;
  4. სტომატოლოგია და ფარმაცია;
  5. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

 

სამუშაო ენა ქართული და ინგლისური, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომი გამოიცემა ბეჭდური სახით.

 

თეზისის გაფორმების მოთხოვნები:

  1. თეზისი იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
  2. გვერდის ფორმატი - А4;
  3. თეზისების მოცულობა – 350 სიტყვა;
  4. 5 საკვანძო სიტყვა;
  5. გვერდის ველი ყველა მხრიდან - სმ;
  6. ფონტი ქართული ტექსტი – Sylfaen (ზომა 11), ინგლისური -Times New Roman (ზომა 12);
  7. ინტერვალი - 1 (Single);
  8. აბზაცი - 0.5 სმ;
  9. სათაური (Bold, ზომა - 14), ერთი ინტერვალის გამოტოვებით ავტორის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებლის / დაწესებულების დასახელება / სწავლის საფეხური / სამეცნიერო ხარისხი, წოდება (Bold, ზომა 10,);

გთხოვთ, თეზისები გადმოაგზავნოთ 2025 წლის 10 ნოემბრამდე,  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: lika.chig@yahoo.com

საკონტაქტო პირი

ლია ჭიღლაშვილი  - მობ. 5 77 77 80 24

 

კონფერენციის რეგისტრაციისთვის ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს

https://forms.gle/d4knBveUTLBQJiyd6

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების მესამე საერთაშორისო კონგრესი 04.11.2019

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების მესამე საერთაშორისო კონგრესი

3 ნოემბერს, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების მესამე საერთაშორისო კონგრესს დაესწრენ თბილისის ჰუმანიტარული...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 11.04.2019

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აც...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 28.02.2018

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“  აცხადებს  ღია კონკუ...

ვრცლად