სტამბოლში IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია „ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში“ ჩატარდა 29.05.2026

სტამბოლში IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია „ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში“ ჩატარდა

2026 წლის 10-12 მაისს, სტამბოლში (თურქეთი) ჩატარდა IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია „ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში“, რომელსაც მასპინძლობდა კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლო.
კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (საქართველო), რომლის აკადემიურმა პერსონალმა უნივერსიტეტის მხარდაჭერით, სრულიად უფასოდ მიიღო მონაწილეობა კონფერენციის მუშაობაში. 
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა სამრევლოს წინამძღვარი, მსოფლიო საყდრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს დაარსების ისტორია, მისი მისია და ბოლო წლებში განხორციელებული სულიერ-საგანმანათლებლო და კულტურული საქმიანობა.
კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების პროფესორები, მკვლევარები და დოქტორანტები. მონაწილეებმა წარადგინეს მოხსენებები მრავალფეროვან სამეცნიერო მიმართულებებში, რაც საინტერესო დისკუსიებისა და ახალი სამეცნიერო თანამშრომლობის საფუძველი გახდა.  
კონფერენციამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 100-მდე მომხსენებელს მოუყარა თავი და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობისა და ინტერდისციპლინური დიალოგის მნიშვნელობას.
კონფერენციის მასალები დაიბეჭდება რეფერირებად და რეცენზირებად საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „მეცნიერება და ინოვაცია“. 
ღონისძიების ბოლოს დაანონსდა მომავალი კონფერენციების ჩატარების დრო და ადგილი, რამაც მონაწილეების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

24 აპრილს 15:00 საათზე ჰუმანიტარული ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება საჯარო ლექია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები 22.04.2021

24 აპრილს 15:00 საათზე ჰუმანიტარული ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება საჯარო ლექია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები

24 აპრილს 15:00 საათზე ჰუმანიტარული ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება საჯარო ლექია თემაზე:“ "ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები&qu...

ვრცლად
კახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა საბჭოს წევრად! 12.12.2017

კახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა საბჭოს წევრად!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი პროფესორი კახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის...

ვრცლად