საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი
შპს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (თჰუ) აცხადებს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შიდა საგრანტო კონკურსს შემდეგი კვლევითი მიმართულებებით:
- სტომატოლოგია - კვლევითი პრიორიტეტები
- ციფრული სტომატოლოგია და AI
- CAD/CAM ტექნოლოგიები
- ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკაში
- 3D ბეჭდვა სტომატოლოგიაში
- პროფილაქტიკური სტომატოლოგია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
- პირის ღრუს დაავადებების ეპიდემიოლოგია
- ბავშვთა და ასაკოვანთა სტომატოლოგიური ჯანმრთელობა
- ინფექციის კონტროლი და კლინიკური უსაფრთხოება
- ბიომასალები და რეგენერაციული სტომატოლოგია
- ბიოკომპატიბელური მასალები
- ქსოვილების რეგენერაცია
- იმპლანტოლოგია და ორთოდონტული ინოვაციები
- პაციენტზე ორიენტირებული სტომატოლოგია
- ტკივილის მართვა
- სტომატოლოგიური შფოთვა და ქცევითი ფაქტორები
- პაციენტთან კომუნიკაცია და ინფორმირებული თანხმობა
II. ფსიქოლოგია - კვლევითი პრიორიტეტები
- ციფრული ფსიქოლოგია და AI
- AI და მენტალური ჯანმრთელობა
- ციფრული თერაპია და ტელეფსიქოლოგია
- ტრავმა, სტრესი და კრიზისული ფსიქოლოგია
- პოსტპანდემიური და პოსტკონფლიქტური ფსიქოლოგია
- კოლექტიური ტრავმა
- კლინიკური ფსიქოლოგია და ფსიქოპათოლოგია
- ნეიროფსიქოლოგია და კოგნიტიური კვლევები
- ყურადღება, მეხსიერება და კოგნიტური პროცესები
- ტვინი და სწავლა
- სოციალური და ორგანიზაციული ფსიქოლოგია
- სამუშაო სტრესი
- ორგანიზაციული ლიდერობა და გადაწყვეტილების მიღება
- განვითარებისა და ოჯახის ფსიქოლოგია
III. ბიზნესის ადმინისტრირება - კვლევითი პრიორიტეტები
- ციფრული ტრანსფორმაცია და AI ბიზნესში
- AI-დაფუძნებული მენეჯმენტი
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
- მეწარმეობა და სტარტაპ ეკოსისტემები
- ინოვაციური ბიზნეს მოდელები
- ქალთა მეწარმეობა და სოციალური მეწარმეობა
- კორპორაციული მდგრადობა და პასუხისმგებლობა
- მწვანე ეკონომიკა და კორპორაციული პრაქტიკა
- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR)
- ფინანსური ტექნოლოგიები
- ციფრული ბანკინგი
- კრიპტოაქტივები და რეგულაცია
- მარკეტინგი და ორგანიზაციული მართვა
- მომხმარებლის ქცევა და ციფრული მარკეტინგი
- ადამიანური რესურსების მართვა
IV. სამართალი - კვლევითი პრიორიტეტები
- ციფრული სამართალი და AI რეგულირება
- AI სამართლებრივი ჩარჩოები
- მონაცემთა დაცვა და კიბერუსაფრთხოება
- ადამიანის უფლებები ციფრულ ეპოქაში
- საერთაშორისო და ევროპული სამართალი
- ევროკავშირის სამართალი და ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია
- უსაფრთხოების სამართალი და ჰიბრიდული საფრთხეები
- ინფორმაციული უსაფრთხოება
- სამართალი და ეროვნული უსაფრთხოება
- ჯანმრთელობის სამართალი და ბიოეთიკა
- სამედიცინო სამართალიის დილემები
- საჯარო და კონსტიტუციური სამართალი
- ეფექტური მმართველობა და დემოკრატია
- კერძო სამართალი
- შრომის და კომერციული სამართალი
V. ქართული ენის სწავლება - კვლევითი პრიორიტეტები
- ენა, კოგნიცია და ტექნოლოგიები
- ხელოვნური ინტელექტი და ენობრივი მრავალფეროვნება
- ენა, კოგნიცია და ციფრული განათლება
- ენა, საზოგადოება და პროფესია
- პროფესიული კომუნიკაცია და აკადემიური წერა
- ენა, იდენტობა და სოციალური ინტეგრაცია
კროს-სექტორული კვლევითი პრიორიტეტები
- ხელოვნური ინტელექტი და საზოგადოება
- ჯანმრთელობა, ქცევა და პოლიტიკა
- ციფრული ეთიკა და რეგულირებ
- მდგრადი განვითარება და ადამიანის კეთილდღეობა
კონკურსის ვადები
საგრანტო კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტთა განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის 14 სექტემბრიდან და დასრულდეს 2026 წლის 31 ოქტომბერს.
პროექტების წარსადგენად საჭირო დოკუმენტები
მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) საპროექტო წინადადება;
გ) პროექტის ბიუჯეტი და გეგმა-გრაფიკი;
დ) პროექტის განმახორციელებელი პერსონალის CV, გამოქვეყნებული შრომების მითითებით.
დოკუმენტების წარდგენის წესი
პროექტის ავტორმა ყველა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ერთიან PDF ფაილად, ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: thu.research.development@gmail.com
შეფასების პროცედურა და კრიტერიუმები
პროექტებს აფასებს შესაბამისი კომისია შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით:
- კვლევის მეცნიერული სიახლე და აქტუალობა;
- კვლევის მეთოდოლოგიური გამართულობა და განხორციელებადობა;
- მოსალოდნელი შედეგების პრაქტიკული ან სამეცნიერო ღირებულება;
- პროექტის ბიუჯეტისა და გეგმა-გრაფიკის რეალისტურობა;
- განმახორციელებელი პერსონალის კვალიფიკაცია და წინარე გამოცდილება.
კომისიის მიერ შერჩეული საუკეთესო 5 პროექტი (1 თითოეული მიმართულების მიხედვით) - რანჟირებული ქულების მიხედვით - განსახილველად წარედგინება თჰუ-ს აკადემიურ საბჭოს.
საკონტაქტო ინფორმაცია
დამატებითი კითხვების შემთხვევაში კონკურსანტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროს სპეციალისტს ელექტრონულ მისამართზე: thu.research.development@gmail.com
დეტალური ინფორმაცია შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო პროექტის განხორციელების წესთან დაკავშირებით იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე:
https://www.thu.edu.ge/img/dxp/Sida-sagranto-proeqtis-ganxorcielebis-wesi-697f425a7dd7f.pdf
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებთან წვდომა
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, უნივერსიტე...
ვრცლად
