2019 წლის 22 იანვარს თჰუს ესტუმრა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე - ბატონი გიორგი ბურჯანაძე
2019 წლის 22 იანვარს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე - ბატონი გიორგი ბურჯანაძე. იგი შეხვდა სტუდენტებს და ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები“. ბატონმა გიორგიმ ისაუბრა სახალხო დამცველის აუცილებლობასა და საჭიროებაზე დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში, მან სტუდენტებს სრულყოფილად გააცნო სახალხო დამცველის ინსტიტუტის მოწყობის საკითხები, ისაუბრა მის უფლებამოსილებაზე, სახალხო დამცველის შერჩევისა და დანიშვნის წესზე, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დღეისათვის აქტუალურ პრობლემატურ საკითხებზე. ასევე მიმოიხილა საქართველოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში სადაც სტუდენტებმა გაუზიარეს და ისაუბრეს იმ პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც სახალხო დამცველის ინსტიტუტის დახმარებასა და აქტიურ მონაწილეობას საჭიროებს.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უხდის სახალხო დამცველის აპარატსა და ბატონ გიორგი ბურჯანაძეს თანამშრომლობისთვის, სტუდენტებთან შეხვედრისთვის, მათი ცოდნის გაღრმავებისთვის და მომავალი თანამშრომლობისთვის.
მსგავსი სიახლეები
შიდა მობილობის/ სტატუსის აღდგენის მსურველთა საყურადღებოდ!
შიდა მობილობის/ სტატუსის აღდგენის მსურველთა საყურადღებოდ! შიდა მობილობის მსურველთა განცხადებების მიღება და რეგისტრაცია განხორციელდება უნივერსიტეტის კანცელარი...
ვრცლადიაპონიის მთავრობის 2022 წლის სტიპენდიები (საბაკალავრო პროგრამა და მკვლევარის პროგრამა)
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და...
ვრცლადქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
12 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ-სასწავლო უნივერსიტე...
ვრცლად