განათლების საერთაშორისო გამოფენა 22-23 თებერვალი 27.02.2019

განათლების საერთაშორისო გამოფენა 22-23 თებერვალი

თბილისის ჰუმანიტარულმა სასწავლო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო 22 და 23 თებერვალს, საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში გამართულ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენაში. 

განათლების საერთაშორისო გამოფენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიას ორგანიზებით გაიმართა და მასში 12 ქვეყნის 100-მდე მონაწილე იყო წარმოდგენილი, მათ შორის: საქართველოდან, ლიტვადან, იტალიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინაიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ უმაღლესი სასწავლებლების წამომადგენლებს, მიეღოთ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე, ერთ სივრცეში ენახათ, შეეფასებინათ და შეედარებინათ საგანმანათლებლო პროგრამები, გაეგოთ უფრო მეტი კონტენტის, დაფინანსების წყაროების/შესაძლებლობების და გაცვლითი პროგრამების შესახებ. გამოფენის ფარგლებში, გაიმართა პარალელური ღონისძიებები, საჯარო ლექციების, პრეზენტაციების და პრესკონფერენციების სახით.

მსგავსი სიახლეები

ძვირფასო სტუდენტებო, 2017-2018 სასწავლო წელი იწყება 2017 წლის 11 სექტემბერს! 29.08.2017

ძვირფასო სტუდენტებო, 2017-2018 სასწავლო წელი იწყება 2017 წლის 11 სექტემბერს!

ძვირფასო სტუდენტებო, 2017-2018 სასწავლო წელი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში იწყება 2017 წლის...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები! 26.02.2018

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური

ვრცლად
პირველკურსელთა საყურადღებოდ! შეხვედრა პირველკურსელებთან გაიმართება 23 სექტემბერს 11:00 საათზე! 21.09.2019

პირველკურსელთა საყურადღებოდ! შეხვედრა პირველკურსელებთან გაიმართება 23 სექტემბერს 11:00 საათზე!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!!! &n...

ვრცლად