.jpg)
ვიზიტი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში
2014 წლის 20 მარტს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. სამართლის ფაკულტეტის, პირველ-მეორე კურსის სტუდენტებმა ბიუროში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი დაათვალიერეს. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებმა სტუდენტებს ლექცია-სემინარი წაუკითხეს და მათ დეპარტამენტის საქმიანობა უფრო დეტალურად გააცნეს. ლექცია ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ლაბორატორიებში ექსპერტებმა რამდენიმე საცდელი ექსპერტიზა სპეციალურად სტუდენტებისათვის ჩაატარეს. ახალგაზრდები ექსპერტიზის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ. ბიუროს ექსპერტებმა სტუდენტებს თითის ანაბეჭდების დადგენის მეთოდები და ყალბი დოკუმენტაციის გამოვლინების მექანიზმებიც აჩვენეს.
მსგავსი სიახლეები
ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში
15 აპრილს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველო...
ვრცლადონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია - საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში
„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ‘სა...
ვრცლადვიზიტი საქართველოს პარლამენტში
2015 წლის 12 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართვლოს საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს სტუმრობდნენ....
ვრცლად