კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი სასტუმრო ბილტმორ თბილისში 25.11.2019

კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი სასტუმრო ბილტმორ თბილისში

"კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი" სასტუმრო "ბილტმორ თბილისში"

 

2019 წლის 19 ნოემბერს კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო "ბილტმორ თბილისში" პირველად ჩატარდა "კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი". აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს 15 წამყვან უნივერსიტეტს შორის მონაწილეობდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიც.

 

ფორუმი მიზნად ისახავდა სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა და აბიტურიენტთა  ინფორმირებულობას  ქართულ შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობის, მათ შორის მსურველთა სტაჟირების, დასაქმების, კარიერული განვითარებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენციების გათვალისწინებით.

 

ფორუმში, 50 მსხვილ დამსაქმებელთა შორის მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებიც. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთო სოციალური პასუხისმგებლობის პროექტში და ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა დამსაქმებელთან ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მსგავსი სიახლეები

თჰუ-ს ბიბლიოთეკა დასაჩუქრდა ახალი გამოცემებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ 26.12.2019

თჰუ-ს ბიბლიოთეკა დასაჩუქრდა ახალი გამოცემებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ

2019 წლის 26 დეკემბერს თჰუ-ს ბიბლიოთეკას ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, მეცნიერებ...

ვრცლად
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ონლაინ რეჟიმში 04.08.2020

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ონლაინ რეჟიმში

მიმდინარე წლის 30 ივლისს, ონლაინ რეჟიმში სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა, Zoo...

ვრცლად