06.02.2020
კონკურსი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (გერმანია) სწავლის მსურველთათვის
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (გერმანია) სწავლის მსურველთათვის.
კონკურსი განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამების მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებისათვის, რომელთაც გააჩნიათ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი. უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, გერმანიაში სწავლისას მოპოვებული კრედიტების აღიარება დაბრუნების შემდეგ მოხდება თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში.
სწავლა წარიმართება გერმანულ და/ან ინგლისურ ენაზე. სტუდენტებს მოეთხოვებათ გერმანული ან ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ფლობა.
სტუდენტი ფარავს ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს: სტუდენტური საცხოვრებელი უნივერსიტეტის კამპუსში - 280 ევრო (თვეში), კვება: - 160 ევრო (თვეში), ავიაბილეთები + დაზღვევა.
რეგისტრაციისთვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, 25 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საუკეთესო კანდიდატების გამოსავლენად, გაიმართება ტესტირება და გასაუბრება.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ასევე ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანატებს.
დამატებითი ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული კურსების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
მსგავსი სიახლეები
მასწავლებლების პროფესიული განვითარების ტრენინგ-სემინარები თჰუ-ში!
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2016 წლის 9-11 დეკემბერს ტარდება მასწავლებლების პროფესიული გან...
ვრცლად