საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 02.08.2020

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2020 წლის 30 და 31 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, შედგა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. ნაშრომების წარმოდგენა მოხდა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. დაცვაზე წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი და რუსულენოვანი საბაკალავრო ნაშრომები, რომელთაც საჯარო დაცვამდე  ყველა სავალდებულო პროცედურა გაიარეს. კომისიის წევრებმა შეაფასეს ნამუშევრების შესრულების ხარისხი, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტების მიერ შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, მათ მიერ შესრულებული ნაშრომების კომისიისადმი წარდგენისა და პრეზენტირების უნარები. დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა კურსდამთავრებულებს მიულოცა სწავლის დასრულება და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მინიჭება.

მსგავსი სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 20.05.2019

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ)

ვრცლად
საერთაშორისო საჯარო ლექცია სამართლის ფაკულტეტზე (გაცვლითი პროგრამა) 29.01.2022

საერთაშორისო საჯარო ლექცია სამართლის ფაკულტეტზე (გაცვლითი პროგრამა)

2022 წლის 24 იანვარს მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა ხარკოვის, იაროსლავ მუდრის სახელობის ეროვნული სამართლის უნივერსიტე...

ვრცლად
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ! 10.09.2016

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!

მაგისტრანტობის კანდიდატების საბუთების მიღება განხორციელდება 2016წლის 5 სექტემბრიდან 14 სექტემ...

ვრცლად