ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს - ლევან ჟვანიასთან
2020 წლის 4 ნოემბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს - ლევან ჟვანიასთან.
შეხვედრა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა Google Meet-ის მეშვეობით.
უნივერსიტეტს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის ისტორია აქვს ქვემო ქართლის ადმინისტრაციასთან.
ამჯერად შეხვედრის თემა იყო: პანდემიით გამოწვეული პრობლემები და გამოწვევები ქვემო ქართლის ბიზნესის და განსაკუთრებით ტურისტული ბიზნესისთვის.
ლევან ჟვანიამ საინტერესოდ ისაუბრა ქვემო ქართლის ტურისტულ პოტენციალზე, პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე; უპასუხა პროფესორებისა და სტუდენტების დასმულ შეკითხვებს, იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და შემდგომი შეხვედრა ქვემო ქართლის ტურისტულ ობიექტებზე შედგება.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი ,,სამხედრო სფეროს ზოგიერთი საერთაშორისო-სამართლებრივი ასპექტი საქართველოსა და მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში"
21 მაისს, 13-00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში...
ვრცლადსაჯარო ლექცია, თემაზე: გადაწყვეტილების მიღების გამოყენებითი მოდელები
2019 წლის 7 მაისს, 13:00 საათზე თბილისის ჰუმან...
ვრცლად
