მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე 25.11.2020

მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე

თბილისის ჰუმანიტრული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პროფესორები: აფილირებული ასოცირებული პროფესორი ირინა ბენია, აფილირებული ასისტენტ-პროფესორი თამარ საჯაია, ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე 20-22 ნოემბერს ვირტუალურად მონაწილეობდნენ ეკონომიკის, ბიზნესისა და ორგანიზაციის მესამე საერთაშორისო კონფერენციის (3rd Economics, Business & Organization Conference - EBOR Conference https://www.eborconference.com)  მუშაობაში. 


კონფერენციაზე წარდგენილი იქნა მოხსენება თემაზე: „სოციალური მედიის ზეგავლენა ადგილის ბრენდინგზე: სოციალური მედიის გამოყენება შიდა ქართლის რეგიონში“ (The Impact of Social Media on Destination Branding: The Case of Using Social Media in Georgian Region Kvemo Kartli).


ნაშრომი წარმოადგენს უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული შიდა სამეცნიერო გრანტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შუალედურ შედეგს. ნაშრომმა მსმენელთა მოწონება დაიმსახურა. მომხსენებლებმა უპასუხეს შეკითხვებს.


ნაშრომი დაიბეჭდება დეკემბერში.

მსგავსი სიახლეები

პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - ირმა ბარბაქაძე 10.06.2019

პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - ირმა ბარბაქაძე

2019 წლის 24 მაისს 14:00 საათზე სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით &b...

ვრცლად
სემინარი: კვლევითი პროექტების დაგეგმვა, კვლევის კომერციალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია 03.07.2021

სემინარი: კვლევითი პროექტების დაგეგმვა, კვლევის კომერციალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია

2021 წლის 2 ივლისს, THU-ში აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა სემინარი კვლევითი პროექტების დაგეგმვის, კვლევის კომერციალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის საკი...

ვრცლად