ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია - საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში 11.02.2021

ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია - საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ‘სამართლის მაცნე“ გიწვევთ სამართლის დარგის მეცნიერებს და მკვლევარებს ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე  „საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში“.

 

ღონისძიება გაიმართება 2021 წლის 19 თებერვალს, 17:00 ზე, ზუმის პლატფორმით. გერმანულ – ქართული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.

 

მომხსენებელები:

  • პროფესორი კარსტენ შეფერი (გერმანია)
  • პროფესორი როინ მიგრიაული (საქართველო)

 

პროფესორი კარსტენ შეფერი 2002 წლიდან დღემდე გახლავთ  მანჰეიმის უნივერსიტეტის სამოქალაქო  სამართლის და საკორპორაციო სამართლის კათედრის გამგე. ის გახლავთ მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იგი არის ავტორი წიგნისა საზოგადოებათა სამართალი, რომელიც 2019 წელს ქართულ ენაზე თარგმნა პროფესორმა როინ მიგრიაულმა.

 

ბატონი როინ მიგრიაული გახლავთ  სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, სამართლის დოქტორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ბატონი როინი არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

 

მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

 

დისკუსია გაიმართება საპილოტე პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.

 

შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდებზე.

 

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 17 თებერვლის ჩათვლით აქ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე  და გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.

მსგავსი სიახლეები

ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენის კაბინეტი 01.12.2016

ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენის კაბინეტი

ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენის კაბინეტი

ვრცლად
სს "ევექსის კლინიკებსა" და თჰუ-ს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 06.03.2023

სს "ევექსის კლინიკებსა" და თჰუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სს "ევექსის კლინიკებსა" და შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა უ...

ვრცლად
შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციის DC-Legal-ის წარმომადგენლებთან 10.06.2019

შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციის DC-Legal-ის წარმომადგენლებთან

2019 წლის 2 მაისს, თჰუ სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა შეხ...

ვრცლად