R&B ტრანსდისციპლინარული კვლევების ინსტიტუტის საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია
R&B ტრანსდისციპლინარული კვლევების ინსტიტუტის საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია
R&B ტრანსდისციპლინარული კვლევების ინსტიტუტი (R&B TD Research Institute) წარმოადგენს ტრანსდისციპლინარული სწავლებისა და თანამედროვე კვლევების აკადემიის (Academy of Transdisciplinary Learning & Advanced Studies, ATLAS) სტრუქტურულ ერთეულს. ATLAS არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა და რომლის მიზანია სტუდენტების განვითარების ხელშეწყობა მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია თავის საქმიანობას შემდეგი მიმართულებებით წარმართავს:
- ტრანსდისციპლინარული განათლება და კვლევა;
- სოციალური, ეკოლოგიური, ეკონომიკური და ეთიკური მდგრადი განვითარების მხარდაჭერა მსოფლიოში;
- საერთაშორისო პუბლიკაციების გამოქვეყნება ტრანსდისციპლინარული მიდგომის პოპულარიზაციის მიზნით.
რას ნიშნავს ტრანსდისციპლინარული მიდგომა?
დღესდღეობით სოციალურ-ეკოლოგიური სისტემები კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგანან (ეკოსისტემების დეგრადაცია, ბუნებრივი რესურსების გამოფიტვა, კლიმატის ცვლილება, სოციალური უთანასწორობა, შეიარაღებული კონფლიქტები და ა.შ.). ეს ურთიერთდაკავშირებული გამოწვევები საფრთხეს უქმნიან საზოგადოების მდგრად განვითარებას. უფრო მეტიც, შეუძლებელია მათი გადაჭრა მხოლოდ ინდივიდუალური მეცნიერული დისციპლინის ფარგლებში. სამყაროში არსებული კომპლექსურობა და მრავალფეროვნება მოითხოვს ისეთ ცოდნას, პრობლემების სიღრმისეული გააზრების ისეთ მეთოდებს, იმგვარ უნარებსა და მიდგომებს, რომლებიც კვეთენ ცალკეული დისციპლინებისა და ინსტიტუტების, კულტურებისა და საზოგადოებების საზღვრებს. ტრანსდისციპლინარული მიდგომა წარმოადგენს მზარდ სფეროს განათლებასა და კვლევაში, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რათა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჩვენი პლანეტის მდგრად განვითარებაში.
ტრანსდისციპლინარული მიდგომა – ეს არის ახალი ცოდნის მოპოვების მეთოდი, რომელიც ემყარება არსებული მეთოდების და პროცესების გადააზრებას, ფუნდამენტური მეცნიერებისა და საინჟინრო ცოდნის გადახალისებას ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად, რომლებიც საზოგადოების წინაშე არსებული კომპლექსური პრობლემების გადაჭრისკენ იქნება მიმართული. ტრანსდისციპლინარული მიდგომის პრაქტიკული მხარე გულისხმობს კოლექტიურ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ პროცესს, რომელიც რთული პრობლემების გადაჭრასა და საზოგადო კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
რას ეხება R&B ტრანსდისციპლინარული კვლევების ინსტიტუტის საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია?
2020 წლიდან ტრანსდისციპლინარული სწავლებისა და თანამედროვე კვლევების აკადემიის საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებას R&B ტრანსდისციპლინარული კვლევების ინსტიტუტი ახორციელებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კონფერენციაა R&B Innovation Expo: SCORE International Conference, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართება 2022 წლის 16-20 მაისს.
კონფერენციის მიზანია, გამოავლინოს ინოვაციური სტუდენტები მსოფლიოს უნივერსიტეტებიდან და ხელი შეუწყოს მათ ჩამოყალიბებას ინოვატორებად და ახალგაზრდა მეწარმეებად. ინოვაციების გამოფენა (Innovation Expo) ორიენტირებულია ბაკალავრიატის დამამთავრებელ და შემდგომი საგანმანათლებლო საფეხურების სტუდენტებზე, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, წარმოადგინონ თავიანთი ინოვაციური პროექტები დაინტერესებული აუდიტორიისა და პოტენციური ინვესტორებისთვის/დამსაქმებლებისთვის ტექნოლოგიური კონფერენციის ფორმატში. ინოვაციების გამოფენის მთავარი მიზანი სწორედ ესაა: შექმნას პლატფორმა სტუდენტებისთვის, რომლის მეშვეობითაც ისინი საკუთარ იდეებს დაინტერესებულ კომპანიებს წარუდგენენ. სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ყველა აბსტრაქტი შევა გამოფენის პროგრამაში და ის კონფერენციაზე დამსწრე ყველა კომპანიას დაეგზავნება.
კონფერენციაზე წარმოდგენილი პროექტები:
- ახალგაზრდა ინოვატორების (ბაკალავრიატის, ან შემდგომი საფეხურის სტუდენტები) მიერ უნდა იყოს შემუშავებული;
- პოტენციურად ხელს უნდა უწყობდეს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების კვლევების, რობოტიკის, ნანოტექნოლოგიის, სამგანზომილებიანი ბეჭდვის, გენეტიკის, მედიცინის, ბიოტექნოლოგიის და სხვა მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებას;
- ხელს უნდა უწყობდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დადგენილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას;
- უნდა იყოს ორიენტირებული საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე;
- უნდა იყოს ინოვაციური და რეალისტური შედეგების მქონე.
კონფერენციაზე წარსადგენად პროექტები მიიღება შემდეგ კატეგორიებში:
- პროდუქტების ინოვაცია: თუკი პროექტის იდეას რეალისტური შედეგი აქვს;
- სერვისების ინოვაცია: თუკი პროექტის ინოვაციას უფრო საზოგადოებრივი გავლენა აქვს და არამატერიალურ ელემენტებს ემყარება;
- სასოფლო-სამეურნეო: თუკი პროექტში წარმოდგენილი იდეა ამდიდრებს სასოფლოსამეურნეო განზომილებას ახალი ეკოლოგიური, ეკონომიკური, ან სოციალური ღირებულებით.
- საუკეთესო მეცნიერული ტრანსდისციპლინარული სტატიები: ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია, შეცვალოს ჩვენი ცხოვრება (სტატიები აკადემიურ სფეროში და მის მიღმა მოღვაწე მკვლევრებისა და ექსპერტების მიერ): ჯანდაცვა და მედიცინა, კოსმოსში მოგზაურობა, ავტონომიური მანქანები, მზის ენერგია, ხელოვნური ინტელექტი, სამგანზომილებიანი ბეჭდვა, რეციკლინგი და ა.შ.
ინტელექტუალური საკუთრება პროექტზე სრულად რჩება პროექტის წარმომდგენი გუნდის კუთვნილებად.
ჯილდოები
თითოეულ კატეგორიაში სამი ჯილდოა: პირველი ადგილი – 6 000 $, მეორე ადგილი – 4 000 $, მესამე ადგილი – 2 000 $ (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). გამარჯვებული პროექტის წევრები, ასევე, მათი სამეცნიერო ხელმძღვანელი, მიიღებენ სპეციალურ სერტიფიკატს. გარდა ამისა, გამარჯვებული პროექტების აღწერა/გამარჯვებული სტატიები გამოქვეყნდება R&B ტრანსდისციპლინარული კვლევების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე (www.rb-tdinstitute.org).
რა უნდა გავაკეთო კონფერენციაზე დასასწრებად?
2022 წელს დაგეგმილ ინოვაციების გამოფენამდე ჩატარდება მოსამზადებელი წინარესაკონფერენციო სემინარები, ვორკშოპები და ლექციები. სულ ჩატარდება ოთხი ასეთი ღონისძიება. სემინარების მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს თავიანთი უნარების განვითარებასა და პროექტზე მუშაობის პროცესში.
ღონისძიებების ჩატარების გრაფიკი:
1. 2021 წლის 4 მაისი – სემინარი „გლოკალური საფეხურები ახალგაზრდა (და ზრდასრული) დიზაინერებისა და ინოვატორებისთვის“ (პეტერ უაითჰაუსი) სემინარზე რეგისტრაციის ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfzFvCdy1IQanirCACogr_FAKZG22JcAeUEWajA5BqBNzS MBQ/viewform
2. 2021 წლის 18 სექტემბერი – ვორკშოპი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნები“ (კრისტინ ბოდიფორდი, სელენ კამარგო-ბორხესი) ვორკშოპზე რეგისტრაციის ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScuPuHSzLSevsHmLPUyjnWk-MWjkevQx1G2R6JeZuggTYE_Q/viewform
3-4. 2021 წლის 13 ნოემბერი და 11 დეკემბერი – ტრენინგების სერია „ტრანსდისციპლინარული მიდგომა კომპლექსურ საკითხებთან მიმართებით & შესავალი ტრანსდისციპლინარულ ინსტრუმენტებსა და მათ გამოყენებაში“ (ატილა ერტასი, უთქუ გულბულაქი)
13 ნოემბრის ტრენინგზე დასარეგისტრირებელი ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdI3nQhoRstdeXDZxtWkNs4dYfuRWjukoKajdm988cUj m8WPQ/viewform
11 დეკემბრის ტრენინგზე დასარეგისტრირებელი ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfsbeh7oQZIooFoy82u1w0VY8o53VfpeMDDx2uiBmhFtGnfg/viewform
სემინარებზე და კონფერენციაზე რეგისტრაცია უფასოა.
მნიშვნელოვანი თარიღები:
2021 წლის 1 სექტემბერი – პროექტებისა და სტატიების აბსტრაქტების მიღების ბოლო დღე
2021 წლის 15 სექტემბერი – ავტორები იღებენ შეტყობინებას აბსტრაქტის მიღების/უარყოფის შესახებ
2021 წლის 31 დეკემბერი – პროექტის/სტატიის პირველადი ვერსიის მიღების ბოლო დღე
2022 წლის 28 იანვარი – პროექტებისა და სტატიების სრული ვერსიის მიღების ბოლო დღე.
კონფერენციის ოფიციალური ვებ-გვერდი:
http://atlas-conference.org/index.php/en/
წინარე საკონფერენციო აქტივობების შესახებ ინფორმაცია:
http://atlas-conference.org/index.php/en/services
ინფორმაციული ბუკლეტი (პდფ ფაილი)
ტრანსდისციპლინარული სწავლებისა და თანამედროვე კვლევების აკადემიის ვებგვერდი:
კონტაქტი:
გიორგი თავაძე (საქართველო, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი):
g.tavadze@eeu.edu.ge
ატილა ერტასი (აშშ, ტეხასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე)
atila.ertas@ttu.edu
მსგავსი სიახლეები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკუ...
ვრცლად