„მეცნიერების თანამედროვე გამოწვევები“ სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
2024 წლის 17 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია,- სახელწოდებით-„მეცნიერების თანამედროვე გამოწვევები“. ღონისძიება დაიგეგმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიცირებითა და მხარდაჭერით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში.
აღნიშნულ კვირეულში აქტიურად იყვნენ ჩართული ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების დირექტორატის წარმომადგენლები; „ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისი; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; ახალგაზრდობის სააგენტო; სსიპ კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი და 13 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
თჰუ-ს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თითოეულ სტუდენტსა და მონაწილეზე, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების (გერმანია, რუმინეთი, პოლონეთი, ფილიპინები და ნიგერია) ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 57 სტუდენტმა.
კონფერენცია მოიცავდა ოთხ სხვადასხვა სექციას, - მედიცინა, სამართალი, ბიზნეს-ეკონომიკა და ფსიქოლოგია. შეხვერდა წარიმართა როგორც ჰიბრიდულ, ისე ონლიან რეჟიმში. თითოეულ სექციას უძღვებოდნენ მოდერატორები და დარგის მიმართულების კომპეტენტური კომისიის წევრები, მათ შორის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
კონფერენციაზე სტუდენტები წარსდგნენ საინტერესო მოხსენებებით, რაც პირდაპირ ეხმიანებოდა ახალგაზრდა მეცნიერთა თანამედროვე გამოწვევებს. კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა დისკუსია. მონაწილეთა მხრიდან გაჟღერდა არაერთი წინადადება და მოსაზრება, მეცნიერების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციისა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით. კონფერენცია ჩატარდა მშვიდ და სასიამოვნო გარემოში, რამაც მოწვეული სტუმრებისა და დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
თჰუ-ს ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მისამართით, კერძოდ კი მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ქეთევან ქოქრაშვილისა და ამავე სამინისტროს წარმომადგენლის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ზურაბ ხუციშვილის მიმართ მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის, რადგან მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ აქტიურად ჩართულიყვნენ მასშტაბურ პროექტში და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები.
მსგავსი სიახლეები
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია...
ვრცლადკონკურსი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) ერთობლივ სტიპენდიებზე
გამოცხადდა კონკურსი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლი...
ვრცლად