სამართლის ფაკულტეტი აგრძელებს პროექტს უწყვეტი განათლება
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აგრძელებს ონლაინ საჯარო ლექციათა ციკლს „სამართალი და კანონმდებლობა“.
საჯარო ლექციებს წარუძღვებიან სამართლის დარგის პროფესორები, მოსამართლეები და პრაქტიკოსი იურისტები.
ლექციათა ციკლი განკუთვნილია სამართლის დარგის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტთათვის. ფაკულტეტის მიერ დაგეგმილი აქტივობა ხელს შეუწყობს სტუდენტთა სამართლებრივი ცნობიერების ზრდასა და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას. ლექციის დასასრულს გაიმართება საჯარო დისკუსია.
კურსის გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:
https://docs.google.com/.../1So1qzDy2esSUxaLVKyg4B1k3dCbL...
რეგისტრაციის ბოლო თარიღია 24.04.2021, 18:00.
მსგავსი სიახლეები
დაფინანსდა თჰუს ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოც. პროფესორის ნინო აბაიშვილის სამეცნიერო ნაშრომი
დაფინანსდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოც.პროფესორის ნინო აბაიშვილის სამეცნიერო ნაშრომი სათაურით ,...
ვრცლადონლაინ კონფერენცია: ტურიზმის მენეჯმენტი, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის განვითარება ცირკულარულ ეკონომიკაში
ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი გიწვევთ პირველ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე: &quo...
ვრცლად
