ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ–პანდემიურ პირობებში 29.04.2021

ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ–პანდემიურ პირობებში

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (Hochschule Fresenius University of Applied Sciences, კიოლნი, გერმანია) პარტნიორობით 2021 წლის 12 ნოემბერს მართავს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას ,,ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტპანდემიურ პირობებში“.

კონფერენციის საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელები:

  • პროფესორიდოქტორი რიჩარდ გეიბელიფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი;
  • პროფესორიდოქტორი შალვა მაჭავარიანიაღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

კონფერენციის მიზანიCovid 19 პანდემიისა და პოსტ-პანდემიური ვითარების შეფასება და შესაძლებლობების გამოვლენა ციფრული მენეჯმენტისთვის;

კონფერენცია ფარავს შემდეგ საკითხებსგაციფრება, ციფრული გარდასახვა, ელექტრონული კომერცია, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა დიდი მასივი (Big Data), ბლოკჩეინი, ონლაინ მარკეტინგი, ციფრული სამართალი, ციფრული სოციალური ინოვაცია, ციფრული ეთიკა და სხვა.

კონფერენციის სამიზნე აუდიტორიადოქტორანტურის სტუდენტები, პოსტ-დოქტორანტები, მკვლევარები და დარგის სპეციალისტები კონფერენციის ორგანიზატორი უნივერსიტეტებიდან და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

სამუშაო ენაინგლისური

კონფერენციაში  მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:

  • განაცხადის (Application form) და ანოტაციის (A4 ფორმატი, არაუმეტეს 300 სიტყვისა) წარმოდგენა;
  • სამეცნიერო-პრაქტიკული საკონფერენციო ნაშრომის (Conference paper) წარმოდგენა.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • განაცხადისა და ანოტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა

ივნისი, 2021

  • შერჩეული ავტორების შეტყობინება

20 ივნისი, 2021

  • სამეცნიერო-პრაქტიკული საკონფერენციო ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა

10 სექტემბერი, 2021

მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა შესრულდეს ინგლისურ ენაზე და გაიგზავნოს განსაზღვრული ვადების დაცვით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sciencepapers@eeu.edu.ge  (სათაურის ველში კონფერენციის დასახელების მითითებით).

მოთხოვნები საკონფერენციო ნაშრომისა და ანოტაციის შესასრულებლად იხ. დანართ 1-ში.

კონფერენციის კოორდინატორები:

თათია ღერკენაშვილი

დოქტორანტობის კანდიდატი, უფროსი სპეციალისტი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი,  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

+995 (598) 10 57 29

t.gherkenashvili@eeu.edu.ge

 

რობინ კრახტი

დოქტორანტობის კანდიდატი, ლექტორი, ელექტრონული კომერციის ინსტიტუტი, კიოლნი, ფრესენიუსის უნივერსიტეტი

+49.176.3232.5943

kracht@ecommerceinstitut.de

მსგავსი სიახლეები

სამეცნიერო პრაქტიკული დისკუსია თემაზე - ადამიანით ვაჭრობა 16.12.2021

სამეცნიერო პრაქტიკული დისკუსია თემაზე - ადამიანით ვაჭრობა

2021 წლის 17 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრები...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 04.07.2019

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური ა...

ვრცლად
ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსი  17.03.2023

ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსი

2023 წლის 31 მარტს თბილისის ჰუმანიტა...

ვრცლად