კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
1. ჯანდაცვის ფაკულტეტი:
1.1. დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი):
1.1.1. პროფესორი - 3 საშტატო ერთეული;
1.1.2. ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;
1.2. ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა:
1.2.1. პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;
1.2.2. ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;
2. ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი:
2.1. ბიზნესის ორგანიზაცია და მართვის საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი/რუსულენოვანი):
2.1.1. ასოცირებული პროფესორი (ინფორმატიკის მიმართულებით) – 1 საშტატო ერთეული;
3. საკონკურსო პირობები:
3.1. პროფესორი
პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:
ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
ბ) აქვს სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები;
გ) ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომაზდებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
ე) საკონკურსო განცხადებასთან ერთად შეავსებს განცხადების ტიპიურ ფორმას, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;
ვ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
3.2. ასოცირებულ პროფესორი
ასოცირებულ პროფესორად აირჩევა 65 წლამდე ასაკის პირი, რომელიც აგრეთვე:
ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისის მქონე პირი;
ბ) აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
დ)ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომაზდებულ სილაბუსს/სილაბუსებს, რომელსაც განიხილავს საკონკურსო კომისია;
ე) განცხადებასთან ერთად აკადემიური თანამდებობის პრეტენდენტმა უნდა შეავსოს:
– განცხადების ტიპური ფორმა, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას ერთზე მეტ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისად;
– აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
3. კონკურსში მონაწილემ საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
- განცხადება;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- CV (რეზიუმე); ბეჭდური ან/და ელექტრონული;
- ნოტარიულად დამოწმებული აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურბელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
- ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
- ნაბეჭდი ან/და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით.
- ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას (არ ეხება ასისტენტ–პროფესორს);
- შრომების /სტატიების სია ბოლო 10 წლის მანძილზე (ბეჭდით დამოწმებული), სხვა შემთხვევაში – პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა და სტატიის ამონარიდის დართვით;
- განაცხადი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტი ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის თანახმაა ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;
- ინგლისურენოვანი პროგრამისთვის კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი მაინც:
ა)ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების/სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (შესამაბისი დიპლომი ან სხვ.); ან ბ) ინგლისური ენის B 2 დონის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (საერთაშორისო სერტიფიკატი).
გ) საერთაშორისო კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე ინგლისურ ენაზე გაკეთებული მოხსენებების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (საკონფერენციო პროგრამა, გამოსვლის ვუდეო/აუდიო ჩანაწერი ან დ) საქართველოს ან უცხოეთის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში ინგლისურ ენაზე ლექცია/სემინარების წაკითვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ცნობები ან სხვა).
გარდა ამისა, დაწესებულება უფლებამოსილია კონკურსანტს ჩაუტაროს გამოცდა/ტესტირება შესაბამისი დონის ინგლისურ ენაში უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციის თანახმად და დაადასტუროს კონკურსანტის ენობრივი კომპეტენციის ფლობა და აუცილებლობის შემთხვევაში ჩაუტაროს ზეპირი გასაუბრება.
4. დამატებითი მოთხოვნები ინგლისურენოვანი პროგრამისთვის:
ე) ინგლისურ ენაზე გამოცემული საერთაშორისო პუბლიკაციები (სამეცნიერო სტატიები, მონოგრაფიები, სახელმღვანელოები და სხვ.)
ვ) სხვადასხვა საერთაშორისო ინგლისურენოვან ტრენინგებზე მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა (სერტიფიკატები, დიპლომები და სხვ.)
გ) საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება ინგლისურ ენაზე მის მიერ განაცხადში მითითებულ სასწავლო კურსში.
კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: www.thu.edu.ge .
აკადემიურ თანამდებობებზე არჩევა ხდება უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმებით, სავალდებულო პერიოდული ატესტაციის პირობით;
კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტით.
ღია კონკურსი ცხადდება 2017 წლის 18 იანვრიდან; ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N 31; 2017 წლის 20 თებერვლიდან 10.00 საათიდან 2017 წლის 24 თებერვლის ჩათვლით 17.00 საათამდე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა.
საკონტაქტო ტელ: 254 –59–08; 254– 59 –09.
საკონკურსი კომისიის სხდომა ჩატარდება 2017 წლის 25 თებერვალს, ხოლო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულებისთანავე.
საკონტაქტო პირი: ნანა ბიჩენოვი, 597540096.
მსგავსი სიახლეები
თჰუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკაში სტუდენტების მუშაობა პაციენტებთან
თჰუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკაში სტუდენტების მუშაობა პაციენტებთან
ვრცლადპროფესორმა ნონა გელიტაშვილმა ლექციები ჩაატარა აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტების კვირეულის -
2024 წლის 21-დან 28 აპრილის ჩათვლით, ეკონომიკის, ბიზნესისა და მარ...
ვრცლად