სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2022 წლის 29 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „ეკონომიკისა და ბიზნესის პრობლემები და გამოწვევები“.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და რუსული
კონფერენცია ჩატარდა უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში და მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები, რომელთაც წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში აქტუალური პრობლემების/გამოწვევების, არსებული ტენდენციებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
—თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემის გარშემო.
ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.
მსგავსი სიახლეები
განათლების საერთაშორისო გამოფენა 22-23 თებერვალი
თბილისის ჰუმანიტარულმა სასწავლო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო 22 და 23 თებერვალს, საგამოფენო ცენტრ ექსპო...
ვრცლად