
სექტემბრის თვიდან სასწავლო პროცესი საუნივერსიტეტო სივრცეში განახლდება!
სექტემბრის თვიდან სასწავლო პროცესი საუნივერსიტეტო სივრცეში განახლდება!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2022-2023 სასწავლო წელი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სექტემბრიდან გაახლდება, შესაბამისად, სასწავლო პროცესიც COVID-19 პანდემიამდე მოქმედ ჩვეულ რეჟიმში სრულად განხორციელდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას, განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიმართულებით.