გაცვლითი პროგრამა გერმანიაში სტუდენტების საყურადღებოდ!!!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (გერმანია) სწავლის მსურველთათვის.
კონკურსი განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომელთაც გააჩნიათ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი. უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, გერმანიაში სწავლისას მოპოვებული კრედიტების აღიარება დაბრუნების შემდეგ მოხდება თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში.
სწავლა წარიმართება ინგლისურ ენაზე. სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის ფლობა.
სტუდენტი ფარავს ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს:
სტუდენტური საცხოვრებელი უნივერსიტეტის კამპუსში - 300 ევრო (თვეში), კვება, ავიაბილეთები + დაზღვევა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გაცვლითი სტუდენტებისთვის განკუთვნილი ლინკი და გზამკვლევი:
https://www.youtube.com/watch?v=Nw4R5vSd0cI
https://www.th-ab.de/en/education/exchange-students/course-offer
რეგისტრაციისთვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ან ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანატს, 1 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საუკეთესო კანდიდატების გამოსავლენად, გაიმართება ტესტირება და გასაუბრება.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი - „სწავლების აქტიური მეთოდები სამედიცინო განათლებაში
2024 წლის 20 ივლისს, სსიპ აკაკი წერეთლის...
ვრცლადსაჯარო ლექცია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები
2021 წლის 24 აპრილს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები, Zoom პლატფორმის მე...
ვრცლად