ტრენინგი - „IFES-ის სამოქალაქო განათლების კურსების ეფექტური სწავლების მეთოდოლოგია“
თბილისში 24-25 სექტემბერს, საერთაშორისო ფონდის (IFES), ორგანიზებით, USAID-ის საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „IFES-ის სამოქალაქო განათლების კურსების ეფექტური სწავლების მეთოდოლოგია.“
ტრენინგში მონაწილეობდნენ IFES-ის მიერ შექმნილი საუნივერსიტეტო კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების მოდულის დამწყები პედაგოგები. სამოქალაქო განმანათლებლებისთვის ჩატარებული ინტერაქტიული ორდღიანი ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: დემოკრატიის, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი მახასიათებლები, ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპები, ადამიანის უფლებების თაობები და თვისებები, სტუდენტური სამოქალაქო ჩართულობის პროექტების განხორციელების ეტაპები.
2010 წლიდან IFES, USAID-ის თანადგომით, ზრუნავს უნივერსიტეტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების კურსების ლექტორთა გადამზადებაზე, სტუდენტების სამოქალაქო კომპეტენციის ამაღლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურ მონაწილეობაზე.
მსგავსი სიახლეები
თჰუს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი - სამართლის მაცნე
„სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ეგიდით და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უ...
ვრცლადსსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ელსევიერთან ერთად იწყებს ვებინარების სერიას
სსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ,,ელსევიერთან’&rsquo...
ვრცლადკონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკ...
ვრცლად
