თჰუ-ს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პიტესტის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ეწვია 02.12.2022

თჰუ-ს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პიტესტის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ეწვია

 

მიმდინარე წლის 21 ნოემბერიდან 25 ნოემბრის ჩათვლით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუმრად იმყოფებოდა რუმინეთის, პიტესტის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

 

პროექტი მიზნად ისახავდა  პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული საკითხების შესწავლას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

სტუმრებს საზეიმო ვითარებაში უმასპინძლა თჰუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა, ხოლო პიტესტის უნივერსიტეტიდან  წარმომადგელთა შორის იყვნენ, - ეკონომიკისა და სამართლის მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის დოქტორი პურან ანდრა ნიკოლეტა;  კერძო სამართლის დოქტორი, დუმინიკა ფლორინა რამონა და ფინანსთა, ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკის დოქტორი, ჰაგიუ მარიანა ალინა.

სამუშაო შეხვედრაზე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ტრენინგ-მობილობით გათვალისწინებულ აქტივობებზე, შესასრულებელ სამუშაოებზე, მოსალოდნელ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

ვიზიტის ფარგლებში თჰუ-ს ორგანიზებით დაიგეგმა და მოეწყო არაერთი ღონისძიება, სადაც აქტიურად ჩაერთვნენ რუმინელი სტუმრებიც,  მათ მოისმინეს საჯარო ლექცია სახელწოდებით,- „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის მასშტაბი საერთაშორისო სამართალში, არსებული ოკუპაცია და საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამართლებრივი პერსპექტივები“. ლექციას უძღვებოდა ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩაჩხიანი (სამუშაო ენა ინგლისური).

დიდი ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო ორგანიზაციის "აისეკ საქართველოს" მიერ გამართულმა სესიამ ,,Youth For Changes", სადაც მსმენელი გაეცნო სტუდენტთა მოხალისეობრივ საქმიანობასა და მათ როლს საზოგადოებრივ საქმიანობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტუმრების ვიზიტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით გაიმართა  გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანია, მიზანი-"ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება". ჩვენი უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი ჩაერთო აღნიშნულ კამპანიაში და 25 ნოემბერს, იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა ორდღიანი მასტერ-კლასი სლოგანით, "განაიარაღე მოძალადე". ტრენინგს უძღვებოდა საადვოკატო ბიურო Legal Georgia-ს იურისტი, სამართლის მაგისტრანტი, იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი, CAL-სა და LPG-ს ოფიციალური ტრენერი, Krav Maga - მსოფლიო ფედერაციის Level B4-ის მფლობელი გიორგი ქვხიშვილი.

დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის Erasmus+ ფარგლებში 2019 წლიდან დაწყებული ურთიერთთანამშრომლობა დღითიდღე მეტ ელფერს იძენს. წინ ბევრი საინტერესო და ნაყოფიერი გაცვლითი პროექტები გველოდება. 

მსგავსი სიახლეები

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება 19.11.2024

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2024-2025 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება...

ვრცლად
საჯარო ლექცია, თემა “საბაჟო პროცედურების სიმარტივე და ბიზნეს გარემო” 09.12.2023

საჯარო ლექცია, თემა “საბაჟო პროცედურების სიმარტივე და ბიზნეს გარემო”

2023 წლის 14 დეკმებერს, 14 საათზე, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე:  “საბაჟო პროცედურები...

ვრცლად
მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 31.01.2024

მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! * 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, მობილობის...

ვრცლად