კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
1. ჰუმანიტარული ფაკულტეტი:
1.1. უცხო ენებისა და თარგმანის სამაგისტრო პროგრამისთვის:
1.1.1. პროფესორი (მიმართულება-ჰუმანიტარული მეცნიერებანი, დარგი/სპეციალობა - ინგლისური
ფილოლოგია/ქვესპეციალიზაცია - ინგლისურენოვანი თარგმანმცოდნეობა - 1 საშტატო ერთეული;
2. ეკონომიკის, ბიზნესია და მართვის ფაკულტეტი:
2.1. რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამისთვის:
2.1.1. ასოცირებული პროფესორი (მიმართულება - ბიზნესის ადმინისტრირება; დარგი/სპეციალობა საბუღალტრო აღრიცხვა) – 1 საშტატო ერთეული;
3. საკონკურსო პირობები:
3.1. 8 წლით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:
2.2. ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
ბ) აქვს სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
გ) ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომაზდებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
ე) საკონკურსო განცხადებასთან ერთად შეავსებს განცხადების ტიპიურ ფორმას, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;
ვ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
2.3. უვადოდ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:
ა) აკმაყოფილებს ამ მუხლის 2.2. ქვეპუნტით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა);
გ) თანახმაა, 5 წელიწადში ერთხელ გაიაროს სავალდებულო ატესტაცია, ამ დებულებით დადგენილი წესით.
3.2. ასოცირებული პროფესორი
ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:
ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისის მქონე პირი;
ბ) აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომაზდებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
ე) საკონკურსო განცხადებასთან ერთად შეავსებს განცხადების ტიპიური ფორმას, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;
ვ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
კონკურსში მონაწილემ საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
- განცხადება;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- CV (რეზიუმე); ბეჭდური და ელექტრონული;
- ნოტარიულად დამოწმებული აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურბელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
- ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
- ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით.
- ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების /სტატიების სია ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული(ბეჭდური და ელექტრონული ვერსია), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას, სხვა შემთხვევაში – პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა და სტატიის ამონარიდის დართვით;
- განაცხადი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტი ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის თანახმაა ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;
კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენიდოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: www.thu.edu.ge .
- ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევა ხდება 8 წლით. კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტით.
ღია კონკურსი ცხადდება 2017 წლის 21 ნოემბრიდან; ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N 31 ( ელ.ფოსტა: thu-posta@thu.edu.ge); 2017 წლის 22 დეკემბრის 10.00 საათიდან 2017 წლის 30 დეკემბრის 17.00 საათის ჩათვლით, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა.
- ტელ: +995 32 254 –59–08; +995 32 254– 59 –09.
საკონკურსი კომისიის სხდომა ჩატარდება 2018 წლის 6 იანვარს, ხოლო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულებისთანავე;
საკონტაქტო პირი: ნანა ბიჩენოვი, +995 597540096.
მსგავსი სიახლეები
ფსიქოლოგიის დოქტორმა ნანა ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის ყოველწლიურ კონფერენციაში.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა ნანა ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო "ევროპის კვლევითი ინსიტუტის ყოველწლიურ...
ვრცლად700 ლარით დაუფინანსდა თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანს ასოცირებულ პროფესორს ირმა ბარბაქაძეს აზერბაიჯანულ-ქართულ-რუსული ლექსიკონი გამოცემა
700 ლარით დაუფინანსდა თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანს ასოცირებულ პროფესორს ირმა ბარბაქაძეს აზერბაიჯანულ-ქართულ-რუსული ლექსიკონი გამო...
ვრცლად