2023 წლის 7 ივლისს 11:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტთა რიგით V საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია.
2023 წლის 7 ივლისს 11 საათზე გაიმართება სტუდენტთა რიგით V საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია.
- კონფერენციის მიზანი - სტუდენტთა კვლევითი/ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება/განვითარება
- კონფერენცია ემსახურება სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას, წარმატებული სტუდენტების გამოვლენასა და წახალისებას.
- კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებით:
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები (ბიზნესი, სამართალმცოდნეობა და ფსიქოლოგია);
- ტურიზმი;
- სტომატოლოგია და ფარმაცია;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტი:
სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით, თან უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი და რეზიუმე.
რეზიუმეს შესრულების წესი:
• რეზიუმეს მოცულობა 300 სიტყვა;
• რეზიუმე უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
• საკვანძო სიტყვები უნდა ჩაიწეროს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ნაშრომის წარმოდგენის წესი:
ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე, ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით.
• სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები მიიღება ქართულ ან ინგლისურ ენებზე;
• ნაშრომი მოიცავს რეზიუმეს;
• ნაშრომის მოცულობა გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და რეზიუმეს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 06-10 ნაბეჭდ გვერდს.
სტატიისა და რეზიუმეს გაფორმების წესი:
• შრიფტი - Sylfaen;
• ზომა - 12;
სტუდენტმა ნაშრომის სატიტულო გვერდზე უნდა მიუთითოს თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, აკადემიური ხარისხი, ხელმძღვანელის სახელი, გვარი - 12; ძირითადი ტექსტი - 12.
• ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა)
• ნაშრომის შემადგენელი ნაწილების სათაურები უნდა გაფორმდეს გამუქებული ტექსტით (BOLD)
• ციტირება უნდა განხორციელდეს შემდეგი სტილის დაცვით:
- წიგნი: ავტორის გვარი, სახელი. წიგნის სახელი, ქალაქი, გამომცემლობა, თარიღი
- სტატია: ავტორის გვარი, რამდენიმე ავტორის შემთხვევაში გამოყოფილი მძიმით, “სტატიის დასახელება,“ ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი (წელი), გვერდი
- სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,5
- გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან
- თითოეული გვერდი უნდა დაინომროს
კონფერენციის მონაწილემ სასურველია წარმოადგინოს 15 წუთიანი პრეზენტაცია Power Point-ის პროგრამის გამოყენებით.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას წარუძღვება ჟიური, რომელიც ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულებს და გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები, ხოლო რეცენზირებული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.
ონლაინ სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdwb9CYl_vxBKvJmdrnTlGbqUsj317SoNitZMGsbF9NNFMkRw/viewform?usp=sf_link
საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ვადა და ელექტრონული მისამართი:
^ I ეტაპი - 2023 წლის 26 ივნისის ჩათვლით - ელექტრონული რეგისტრაცია
^ II ეტაპი - 2 ივლისის ჩათვლით- დასრულებული ნაშრომების გამოგზავნა
^ კონფერენცია 7 ივლისი
ელექტრონულ მისამართზე: lika.chig@yahoo.com
სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება:
7 ივლისს 11 საათზე ZOOM პლატფორმის გამოყენებით.
საკონტაქტო ტელეფონი: (+995) 577 77 80 24
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები
2021 წლის 24 აპრილს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები, Zoom პლატფორმის მე...
ვრცლადევროპული კვლევებისა და ინოვაციების დღეები
ევროკომისია აცხადებს 2021 წლის ევროპული კვლევებისა და ინოვაციების დღეებს, რომელიც მიზნად ისახავს, თავი მოუყაროს მკვლევრებ...
ვრცლადუნივერსიტეტის ელექტრონული საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენების თაობაზე
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 16 მაისს ჩატარდა ტრენინგი - უნივერსიტეტის ელექტრონული საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენების თაობა...
ვრცლად