სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომისტის დღეს“ 24.10.2023

სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომისტის დღეს“

2023 წლის 8 სექტემბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებული, ასოცირებული პროფესორი გივი მაკალათია მონაწილეობდა საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა „საქართველოს ეკონომისტის დღეს“. კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ. კონფერენცია ეხებოდა შემდეგ თემას: "საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში"

გივი მაკალათიას მოხსენების თემა: "სუბიექტური ღირებულების თეორია და მისი სოციალური ასპექტები".

კონფერენცია ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

გივი მაკალათიას აბსტრაქტი გამოქვეყნებულია. აბსტრაქტების კრებულს თან ახლავს ISBN და DOI.

იხ.ლინკი. დაკლიკება

მსგავსი სიახლეები

განაიარაღე მოძალადე 23.11.2022

განაიარაღე მოძალადე

 ძალადობის პრევენციის მიზნით ი...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 04.06.2016

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კო...

ვრცლად