
პროფ. ნონა გელიტაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიის პარტნიორ უნივერსიტეტში
2023 წლის 10-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით, გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნონა გელიტაშვილი. მან მიიღო მოწვევა აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (Technische Hochschule Aschaffenburg), რომელიც 2019 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორია. საგანგებოდ მისთვის გერმანელმა კოლეგებმა შეიმუშავეს სამდღიანი ძალიან დატვირთული და საინტერესო პროგრამა, რომელიც აშაფენბურგისა და მილტენბერგის კამპუსების მონახულებას, კოლეგებთან შეხვედრებს, ასევე ობერნბურგის კვლევითი ინდუსტრიული ცენტრის (Zentrum für Wissenschaftliche Services und Transfer (ZeWiS) in Obernburg) გაცნობას მოიცავდა.
დაგეგმილი ვიზიტის პერიოდში, პროფესორი ნონა გელიტაშვილი შეხვდა აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაზე პასუხისმგებელ პირებს - ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენელს - პროფ. ალექსანდრა ანგრესს, და უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან - ვიცე-პრეზიდენტს, პროფ. ჰოლგერ პაშედაგს, ასევე საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელს - ერნსტ შულტენს, რათა განეხილათ ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების კონკრეტული გეგმები.
ეს ვიზიტი სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჩვენს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და გაფართოებას.
პროფ. ნონა გელიტაშვილის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია განთავსდა აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის Instagram და Linkedin გვერდებზე:
https://www.instagram.com/p/CyVHiwRoQGD/?img_index=1
https://www.linkedin.com/feed/update/urn:li:activity:7118689616030781440/
მსგავსი სიახლეები
საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-12 ნაკადს!
სტუდენტების და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!
ვრცლადშეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციის DC-Legal-ის წარმომადგენლებთან
2019 წლის 2 მაისს, თჰუ სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა შეხ...
ვრცლადაშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკადემიური გაცვლის შესახებ
აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკადემი...
ვრცლად