Erasmus+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა მიკოლას რომერისის - MRU უნივერსიტეტში!
უკვე მეორე წელია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ცოდნის გაღრმავების მიზნით, Erasmus+ გაცვილითი პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად გაემგზავრებიან ლიტვის, მიკოლას რომერისის - MRU უნივერსიტეტში.
MRU მჭიდროდ თანამშრომლობს 350-ზე მეტ უნივერსიტეტთან, საჯარო და კერძო ინსტიტუტთან. არის საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაციების სრული წევრი.
უნივერსიტეტში ირიცხება 7500 სტუდენტი, მათ შორის 600 საერთაშორისო სტუდენტი და დასაქმებულია 400-ზე მეტი აკადემიური პერსონალი.
უნივერსიტეტი გთავაზობთ სადოქტორო, სამაგისტრო და ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამებს. მათგან 80%-ზე მეტს მინიჭებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია. სწავლა შესაძლებელია, ისეთ მოთხოვნად პროგრამებზე როგორიცაა სამართალი, მენეჯმენტი, ფსიქოლოგია, მედიცინა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ა.შ.
სტუდენტთა მობილობის ფარგლებში პერიოდი მოიცავს 2024/25 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრს. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 15 აპრილი.
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
ასევე, იხილეთ თანდართული ფაილი
მსგავსი სიახლეები
თჰუ-ში ჩატარდება ლექციები ERASMUS+ პროექტის ფარგლებში!
15-18 მაისის ჩათვლით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება ლექციები, ERASMUS + პროექტის ფარგლ...
ვრცლად