
2024 წლის 12 ივნისს გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „პერსონალური მონაცემების დაცვა საჯარო სამსახურში“
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2024 წლის 12 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის თამთა კიკოლაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „პერსონალური მონაცემების დაცვა საჯარო სამსახურში“.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 1 მარტიდან ამოქმედდა „პეროსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან (GDPR). ახალმა კანონმა ისეთი სიახლეები დანერგა როგორიცაა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ინციდენტის შესახებ შეტყობინების ვალდებულება, მონაცემთა უსაფრთხოების ახალი სტანდარტები, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და სხვა. ახალი კანონის იმპლემენტაციის გზაზე არაერთი გამოწვევის წინაშე დგას როგორც კერძო, ისე - საჯარო სექტორი. საჯარო ლექციაზე მიმოხილულ იქნება ის ძირითადი სიახლეები, რაც შემოგვთავაზა „პეროსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალმა კანონმა და განხილულ იქნება სიახლეების იმპლემენტაციის პროცესი საჯარო სამსახურში.
მსგავსი სიახლეები
კონფერენცია თემაზე: თანამედროვე მედიცინა
2019 წლის 8 ივნისს კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით თბილისის ჰ...
ვრცლადსტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - თანამედროვე მედიცინა
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე მედიცინა“
ვრცლადსაჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-12 ნაკადს!
სტუდენტების და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!
ვრცლად