თამარა საჯაია
ასოცირებული პროფესორი
ეკონომიკის დოქტორი. წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით წარმოების ეკონომიკა და მართვა. მინიჭებული აქვს ეკონომისტის კვალიფიკაცია. 2009 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი ეკონომიკაში. გაიარა UNDP-ს სასწავლო ცენტრისა და ERASMUS +PROJECT PRINTeL-ის ტრენინგ კურსები. 2000-2013 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში და იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. 2017 წლიდან მუშაობს თჰსუ-ში ასისტენტ-პროფესორად ეკონომიკის მიმართულებით. ასევე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტში ასოცირებულ პროფესორად. მიღებული აქვს მონაწილეობა კონფერენციებში და არის ოთხი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.