ნანა ბიჩენოვი
ასოცირებული პროფესორი
2003-2007წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი, სპეციალობა: ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სისტემების მართვა და კომპიუტერული ავტომატიზაცია. ინფორმაციული ტექნოლოგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2011-2013 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი. ხელსაწყოთმშენებლობის და მართვის სისტემების ავტომატიზაციის მაგისტრი. დღეის მდგომარეობით ირიცხება ხელსაწყოთმშენებლობის, მართვის სისტემების და ტესტ-ინჟინერინგის სადოქტორო პროგრამაზე. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მოწვეულ პედაგოგად, 2011-2016წწ. - თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის კოორდინატორად. 2012-2013 წწ. - მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოწვეულ პედაგოგად, 2016 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი. არის 4 სამეცნიერო სტატიის და ერთი სახელმძღვანელოს თანაავტორი.