ნუნუ აჩუაშვილი
ასოცირებული პროფესორი
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ეკონომიკის დოქტორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 2012 წლის 18 მაისს მოიპოვა დოქტორის ხარისხი საქართელოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი შრომის ეკონომიკის სპეციალობით. 1999 წლიდან მუშაობს სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, ეკონომიკის და ბიზნესის მიმართულებით. მათ შორის 2001 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და იკავებს ასოცირებული პროფესორის თანამდებობას. წარმატებით უძღვება ტრენინგებს ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში ბიზნესის და მენეჯმენტის ცენტრში და ქართულ ევროპული უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრში. არის სამი სალექციო კურსის და ათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული ათამდე სამეცნიერო კონფერენციაში.