ირმა მოლაშხია
ასოცირებული პროფესორი
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მოწვეული დოქტორი, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის გ. ვ. პლეხანოვის სახ. შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სახალხო - სამეურნეო ინსტიტუტი, მექანიკის ფაკულტეტი, სპეციალობით: „კვების წარმოების მანქანები და აპარატები“, თბილისში, ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ კვების მრეწველობის საწარმოო პოტენციალის გამოყენების ეფექტიანობა “. 2009 წელს მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2011-2012 წ.წ. იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ- თანამშრომელი, სამეცნიერო-კვლევას აწარმოებდა თემაზე: „ საკონდიტრო ბაზრის მართვა ბიზნეს-ლოჯისტიკის მეთოდების გამოყენებით“. აქვს მენეჯერად მუშაობის სამსახურებრივი გამოცდილება, 2007-2012 წ.წ - იყო შპს„საქმეორეული“-ს დირექტორი (ერთპიროვნული მმართველი). 2019-2020 წ.წ. კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით გავლილი აქვს : სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CRDC) მიერ დაგეგმილი ტრენინგ კურსი „პროექტების მართვა“-ში და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ თჰუ აკადემიური პერსონალისთვის დაგეგმილი ტრენინგი თემაზე : „ზდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდები“. ქართულ და უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 35-მდე სამეცნიერო ნაშრომი,მათ შორის ერთი მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 50-ზე მეტი საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომი. ამჟამად არჩეულია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის აფილირებულ ასოცირებულ პროფესორად. კითხულობს ლექციებს ქართულ და რუსულ ენაზე დისციპლინებში: „ბიზნესის საფუძვლები“, „ოპერაციათა მენეჯმენტი“, პროექტების მენეჯმენტი“, „სტრატეგიული მენეჯმენტი“, „ინოვაციური მენეჯმენტი“.