ტრენინგი - ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამაში "ჰორიზონტი ევროპა" მონაწილეობა - პრაქტიკული ასპექტები 19.12.2021

ტრენინგი - ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამაში "ჰორიზონტი ევროპა" მონაწილეობა - პრაქტიკული ასპექტები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა მარინე შავლაყაძემ და ნინო აბაიშვლმა 2021 წლის 14-15 დეკემბერს მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში სახელწოდებით "ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამაში "ჰორიზონტი ევროპა" მონაწილეობა - პრაქტიკული ასპექტები". ტრენინგი განკუთვნილი იყო მკვლევრებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, დოქტორანტებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვისაც აინტერესებს ევროკავშირის ჩარჩო პროგრამაში "ჰორიზონტი ევროპა" და ევროპული კვლევების სფეროში მონაწილეობა. 

ტრენინგის მთავარი მიზანი იყო პრაქტიკული შეხედულებებისა და გამოცდილების გაზიარება ისეთი მნიშვნელოვანი თემის განსახილველად, როგორიცაა საპროექტო წინადადებების მომზადება.

 

ტრენინგის შინაარსი მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგი თემებით: 

  • ინფორმაციის წყაროები პროგრამასთან დაკავშირებით
  • თემებისა და კონკურსების მოძიების გზები
  • საერთაშორისო კონსორციუმებში ჩართულობის შესაძლებლობები
  • ერთობლივი წინადადების შემუშავების გამოცდილების განხილვა
  • საპროექტო წინადადებების მნიშვნელოვანი ასპექტები
  • ლექციებში და ინტერაქტიულ სამუშაოებში მონაწილეობისთვის საჭირო ინსტიტუციური წინაპირობები
  • პრაქტიკული მაგალითები და შეკითხვების ფორმულირების შესაძლებლობები

ტრენინგს უძღვებოდა ჰერბერტ ჰაუბოლდი, რომელიც წარმოადგენს ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს. ჰერბერტ ჰაუბოლდს აქვს ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში საპროექტო წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობის გამოცდილება.

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე:  „ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობა“ 04.06.2020

საჯარო ლექცია თემაზე: „ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობა“

12 ივნისს, 18.00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაი...

ვრცლად
იდეების კონკურსი - Green Innovation Challenge 29.03.2021

იდეების კონკურსი - Green Innovation Challenge

COVID_19 - ით გამოწვეულმა კრიზისიმა მსოფლიო უამრავი ახალი სირთულის წინაშე დააყენა. შედეგად, ე.წ. „ეკ...

ვრცლად
თჰუს დეკანის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში 18.06.2018

თჰუს დეკანის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

2017 წლის 3-დან 10 დეკემბრის ჩათვლით, გერმანია...

ვრცლად