II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია 07.12.2021

II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია

2021 წლის 6 დეკემბერს, თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა „II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია“.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ, როგორც თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სულ 42 მონაწილე, მათ შორის აკადემიური პერსონალი, მეცნიერ-თანამშრომლები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.

კონფერენცია მიმდინარეობდა ოთხ სექციად:

სტომატოლოგია, ფარმაცია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგია;

სამართალი;

ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი.

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფს კონფერენციის მონაწილეებისათვის თეზისების კრებულისა და სერთიფიკატების დაბეჭვდას.

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი თემაზე: ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდები 07.11.2020

ტრენინგი თემაზე: ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდები

2020 წლის 26-28 ოქტომბრის ჩათვლით იუსტიციის სასწავლო ცენტრის  მიერ თბილისის ჰუმა...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 02.02.2019

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკ...

ვრცლად