
მიიღე მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით შემეცნებით-გასართობ მარათონში რა? სად? როდის?
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში უკვე ერთი წელია ახორციელებს "EU4 Georgia 4" პროექტის ფარგლებში შემეცნებით-გასართობ მარათონს - "რა? სად? როდის? ევროპის შესახებ".
ევროპისა და ევროკავშირის თემატიკაზე სპეციალურად შექმნილი ინტელექტუალური თამაში ხელს უწყობს ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებასა და ცნობიერების ამაღლებას როგორც ევროკავშირის საქმიანობისა და მისი ღირებულებების, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.
2024 წელს ევროპის დღის ფარგლებში, 12 მაისს, დაგეგმილია სტუდენტური თამაში სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. თამაშს გაუძღვება "რა? სად? როდის? ინტელექტკლუბის დამფუძნებელი, გიორგი მოსიძე.
ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ოთახიN22
მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდული ფესტივალი 2024
2024 წლის 11 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგ...
ვრცლადსამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ! ონლაინ საჯარო ლექციები სამართლის ფაკულტეტზე!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების ფარგლებშ...
ვრცლადსაქართველოს სახალხო არტისტის ლეო ანთაძის საიუბილეო საღამო!
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მან საზოგ...
ვრცლად