ფაკულტეტის შესახებ
ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭო შედგება 7 წევრისგან. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი. ფაკულტეტის საბჭოს 4 წევრი აირჩევა აკადემიური პერსონალიდან და 2 წევრი ფაკულტეტის სტუდენტთა შემადგენლობიდან. ფაკულტეტის საბჭოს 4 წევრი აირჩევა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრის მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა არჩევა ხდება ფაკულტეტის სტუდენტების მიერ, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების გზით, ფარული კენჭისყრით. ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს სამართლის საბაკალავრო პროგრამას, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამას და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის კოორდინაციას ახორციელებს ქალბატონი ეთერ ირემაძე. ტელ: (+995) 579 540 045 |
ფაკულტეტის დეკანი ირინე არჯევანიძე ირინე არჯევანიძე - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი. 1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა - ინგლისური ენა და ლიტრატურა. 2009 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, სპეციალობა - კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში. 2017 წელს მოიპოვა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2002 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. გამოქვეყნებული აქვს 17 ნაშრომი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ჟურნალებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.“ 2021 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით. |