კვლევებისა და განვითარების ცენტრი

აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი აქტივობის გაძლიერებისა და ხელშეწყობისათვის, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსების ბიუჯეტის განსაზღვრას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პრიორიტეტების ყოველწლიურად განსაზღვრას, შესაბამისი ბიუჯეტის ფარგლებში; საგრანტო პროექტების მომზადებას, ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის სამეცნიერო ფორუმების ჩატარების ორგანიზებას; აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის საერთაშორისო ინტერაქტიული ხასიათის სემინარების, კონფერენციებისა და ვორკშოპების ორგანიზებასა ან/და გამართვას; სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას და მასში, როგორც აკადემიური პერსონალის, ისე სტუდენტების მონაწილეობის უზრუნველყოფას; სამეცნიერო დანიშნულების წიგნადი და ციფრული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდების მონიტორინგსა და სრულყოფაზე/გაძლიერებაზე ორიენტირებული წინადადებების შემუშავებას; სხვა აქტივობების განხორციელებას, ყოველწლიურად განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი აქტივობის გაძლიერებისა და ხელშეწყობისათვის, უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის მოქმედებს სამეცნიერო კვლევების საბჭო და კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

2019-2025 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში ერთ-ერთი ამოცანაა კვლევის მხარდაჭერა და განვითარება, რომლის შესრულებისათვის დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

2.4.1. კვლევის პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიცირება და მათი განვითარების შეფასება

  • 2019 წლის ნოემბრამდე ჩატარებულია კვლევითი საქმიანობის შეფასება და იდენტიფიცირებულია კვლევის პრიორიტეტული მიმართულებები;
  • 2020 წელს შიდა გრანტების სისტემით დაფინანსებულია კვლევის პრიორიტეტული მიმართულებები
  • 2021-2025 წლებში ყოველწლიურად ფასდება კვლევის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარება

2.4.2. შიდა საგრანტო დაფინანსების სისტემის დანერგვა და განვითარება

  • 2019 წლის დეკემბრისათვის შემუშავებულია შიდა საგრანტო დაფინანსების სისტემა
  • 2020 წელს გამოცხადებულია კონკურსი შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტზე
  • 2020 წელს დაფინანსებულია შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტები
  • 2021-2025 წლებში უნივერსიტეტი ყოველწლიურად აფინანსებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტებს.

2.4.3. საუნივერსიტეტო და რეგიონული სტუდენტური კონფერენციების მოწყობა

  • არანაკლებ 2 კონფერენცია ყოველწლიურად

2.4.4. უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონგრესების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

  • არანაკლებ 2 შესაბამისი ღონისძიება ყოველწლიურად

2.4.5. უნივერსიტეტი მოიწვევს ცნობილ მეცნიერებს აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექციების წასაკითხად და სამეცნიერო დისკუსიისთვის.

  • არანაკლებ 2 საჯარო ლექცია ყოველწლიურად

2.4.6. უნივერს­იტ­ეტი განახლებად რეჟიმში მიაწოდებს ინფორმაციას აკადემიურ/მოწვ­ე­ულ პერსონალს და სტუდენტებს სა­მ­ეცნიერო ფონდების საგრა­ნტო კონკურსების შესახებ.

  • სამიზნე აუდიტორიის კმაყოფილება უნივერსიტეტის მიერ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების ხარისხზე ყოველწლიურად იზრდება არანაკლებ 8%-ით

2.4.7. უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს აკადემიური და მოწვეული პერსონალის მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

  • დაფინანსებულია არანაკლებ 5 პერსონა ყოველწლიურად

2.4.8. უნივერსიტეტი ზრუნავს პერსო­ნალის კვლევითი მუშაობის კომპეტენციების გაუმჯობესებაზე ტრენინგების, მასტერკლასების, ვორქშოპების ჩატარების გზით.

 

მათ შორის:

  • 2019 წელს ასეთ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა = 120
  • 2020 წელს არანაკლებ 3 ღონისძიება
  • ყოველწლიურად არანაკლებ 3 ღონისძიება 2021-2025 პერიოდში

2.4.9. ტრენინგები სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ

  • არანაკლებ 3 ტრენინგი 2019 წელს
  • ელექტრონული ბაზების გამოყენების მაჩვენებელი 2020 წლისათვის გაზრდილია არანაკლებ 10%-ით
  • ელექტრონული ბაზების გამოყენების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება არანაკლებ 8%-ით 2021-2025 პერიოდში

2.4.10. ტრენინგები საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ

  • არანაკლებ 2 ტრენინგი 2019 და 2020 წელს


დასახული გეგმისა და აქტივობების განხორციელების მიზნით უნივერსიტეტის სტრუქტურაში წარმოდგენილია კვლევებისა და განვითარების ცენტრი.