
პროექტი „გახდი ბუნების მეგობარი“
შემოგვიერთდი და გახდი ცვლილების ნაწილი!
2025 წლის 9 აგვისტოს, პროექტის „გახდი ბუნების მეგობარი“ ფარგლებში გაიმართება გარემოს დასუფთავების ღონისძიება, უჯარმის ციხისა და მიმდებარე ტყის ტერიტორიაზე. ღონისძიება ტარდება „კრედობანკის“ მხარდაჭერით.
ღონისძიების მიზანია:
* კულტურული მემკვიდრეობისა და ეკოსისტემის დაცვა;
* ახალგაზრდებში გარემოზე ზრუნვის მოტივაცია და მოხალისეობის სულისკვეთების გაზრდა;
* საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვისა და ეკოლოგიური ღირებულებების შესახებ!
ლოკაცია: უჯარმის ციხე და მიმდებარე ტყე!
დასაწყისი: 12:00 | დაბრუნება: დაახლოებით 17:00
შეკრების ადგილი: თბილისი, ვახტანგ მე-6 N22 (ავლაბრის მეტროს უკან)
მონაწილეებისთვის დაგეგმილია:
* ეკო-ვიქტორინა და TikTok ვიდეო კონკურსი;
* ეკო-მეგობრული, მრავალჯერადი გამოყენების საჩუქრები;
* სერთიფიკატები ყველა მონაწილისათვის;
* პროფესიონალური ფოტო/ვიდეო გადაღება;
გათამაშდება 30 ბრენდირებული ნივთი — ეკო ჩანთები, მრავალჯერადი გამოყენების თერმო ჭიქები, წყლის ბოთლები და სხვა საინტერესო სიურპრიზები!
გამარჯვებული TikTok ვიდეოები გამოქვეყნდება სოციალურ ქსელებში.
მონაწილეობის მიღება თავისუფალია:
რეგისტრიციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს:
https://docs.google.com/…/1FAIpQLSfwt0otqz0Z8gOv…/viewform…
რეგისტრაციის ბოლო ვადა 7 აგვისტო!
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურებთ წარმატებას!
მსგავსი სიახლეები
მასწავლებლების პროფესიული განვითარების ტრენინგ-სემინარები თჰუ-ში!
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2016 წლის 9-11 დეკემბერს ტარდება მასწავლებლების პროფესიული გან...
ვრცლადმარია სკლადოვსკაია-კიურის აქტივობები: სტრატეგიული ხედვები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე შავლაყაძე 2021 წლის 18 აგვისტოს დაესწრო საერთაშორისო ვებინარს თე...
ვრცლადსტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2021 წლის 24 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თ...
ვრცლად