პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში
2026 წლის 3 ივლისს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს Erasmus+ ეროვნული ოფისის (National Erasmus+ Office in Georgia – NEO) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „Dialogue Space – Inclusiveness and Accessibility within the Erasmus+ Programme“.
კონფერენცია მიეძღვნა Erasmus+ პროგრამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჰორიზონტალურ პრიორიტეტს – ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებას. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ინკლუზიური მიდგომების დანერგვა Erasmus+ პროექტებში, ინკლუზიურობის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები, თანამშრომლობის პარტნიორობის (Cooperation Partnerships) ფარგლებში ინკლუზიური პრაქტიკის განვითარება, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული სააგენტოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეროვნული Erasmus+ ოფისების გამოცდილება და პერსპექტივები.
კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს ესპანეთის, ლიეტუვის, გერმანიის, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის წარმომადგენლებმა. მათ ისაუბრეს Erasmus+ პროგრამაში ინკლუზიურობის სტანდარტების პრაქტიკულ განხორციელებაზე, ბენეფიციარების მრავალფეროვანი საჭიროებების გათვალისწინებაზე, პროექტების განხორციელების პროცესში შეფასებისა და მონიტორინგის თანამედროვე მიდგომებზე, ასევე სხვადასხვა ეროვნულ კონტექსტში არსებული გამოწვევებისა და წარმატებული პრაქტიკის შესახებ.
ღონისძიებამ შექმნა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმა Erasmus+ პროგრამაში ჩართული და დაინტერესებული მხარეებისთვის. მონაწილეებმა განიხილეს ინკლუზიური საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და ევროპული გამოცდილების გაზიარების გზები საგანმანათლებლო სფეროში.
მსგავსი სიახლეები
თჰუ-სა და აისეკ საქართველოს შორის 2016 წლის 12 სექტემბერს 13:00 საათზე დაიდება პარტნიორული შეთანხმება
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და აისეკ საქართველოს შორის 2016 წლის 12 სექტემბერს 13:00 საათზ...
ვრცლადურთიერთგაგების მემორანდუმი ჰამბურგის უნივერსიტეტთან
2019 წლის 25 ოქტომბერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერით ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კ...
ვრცლადპროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო ლიეტუვაში გამართულ Erasmus+ პერსონალის საერთაშორისო კვირეულში
2026 წლის 15–19 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტე...
ვრცლად
