ღონისძიება Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობების შესახებ
2026 წლის 24 ივლისს თბილისში, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება: „Erasmus+-ის შესაძლებლობები უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების სექტორებისთვის“.
ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ საინფორმაციო სესიები უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების სექტორებში არსებული Erasmus+ შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიება წარიმართა ურთიერთსწავლების (peer-learning) ფორმატში. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული წარმატებული პროექტების ავტორებმა მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება წარმატებული პროექტების შექმნისა და დაგეგმვის, შესაბამისი პარტნიორების მოძიებისა და პროექტების განხორციელების შესახებ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა; კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ირმა მესირიძემ; და აფილირებულმა ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ხარშილაძემ.
ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების, დაფინანსების მექანიზმებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების გასაცნობად.
მსგავსი სიახლეები
თჰუში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“
2018 წლის 25 მაისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცი...
ვრცლადწარმატებული ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესი სამართლის ფაკულტეტზე
2021 წლის 19 ივლისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, ა(აიპ) საქართველოს იურისტთა ასოციაცია „ახალი...
ვრცლად
