მთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება 17.08.2026

მთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

სტუდენტთა  და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

 

 

 

2026 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საჯარო უწყებებში სტუდენტებისათვის  და კურსდამთავრებულთათვის 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი იწყება.

 

სტაჟირების ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, რაც, მათ შორის, გულისხმობს სათანადო განათლებასა და აკადემიურ მოსწრებას.

 

ამავე დადგენილების თანახმად, განსაზღვრულია, რომ საჯარო დაწესებულებები ითანამშრომლებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სტაჟიორობის მსურველი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების/გადამოწმების/გამოთხოვის მიზნით. აქედან გამომდინარე, სტაჟიორთა შერჩევის პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის არსებითია დამსაქმებელი ორგანიზაციების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კოორდინირებული თანამშრომლობა.

 

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ვაკანსიები განთავსდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე vanacy.hr.gov.ge

 

თანდართულ დოკუმენტად ინფორმაციას თან ერთვის ზემოხსენებული დადგენილება და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილება, 2026 წლის 10 აგვისტოს N385 დადგენილებით.

 

სტაჟირების 3-თვიან ანაზღაურებად პროგრამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას იხილავთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდებზე -gov.ge და hr.gov.ge 

 

 

აქვე გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურში 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია ასევე დაეგზავნა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ყველა სტუდენტსა და კურსდამთავრებულს.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: ელფოსტა - infohr@gov.ge ტელ - (+995 32) 299 09 00

 

5 77 77 80 24 - თჰუ-ს  წარმომადგენელს

 

დადგენილება  

ცვლილება დადგენილებაში 

განათლების სამინისტროსთან შეხვედრის პრეზენტაცია 

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების

სამსახური გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

ონლაინ ტრენინგი თემაზე - კვლევის შედეგების ანალიზისა და სტატიის მომზადების ასპექტები იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად 05.10.2020

ონლაინ ტრენინგი თემაზე - კვლევის შედეგების ანალიზისა და სტატიის მომზადების ასპექტები იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად

პარასკევს 2 ოქტომბერს ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე - კვლევის შედეგების ანალიზისა და სტატიის მომზადების ასპექტები იმპაქტფაქტორიან ჟურნ...

ვრცლად