თჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩეულ იქნა პროფესორი თამარ ლალიაშვილი 20.10.2018

თჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩეულ იქნა პროფესორი თამარ ლალიაშვილი

თჰუ დებულების მე-16 მუხლის შესაბამისად, თჰუ ფაკულტეტის საბჭოს მიერ სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, 4 წლის ვადით არჩეულ  იქნა პროფესორი თამარ ლალიაშვილი. ქალბატონი თამარი არის სამართლის დოქტორი, პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით. 2001-2006 წლებში ეკავა საქრთველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, ხოლო 2000-2001 წლებში იყო საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 1993-1999 წლებში - საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ თანამშრომელი იყო, 2010 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის 2 მონოგრაფიისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

მსგავსი სიახლეები

V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ნოემბერი 2024 წელი (შეხსენება) 25.09.2024

V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ნოემბერი 2024 წელი (შეხსენება)

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 2 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია....

ვრცლად
თჰუსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 18.06.2018

თჰუსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის...

ვრცლად