
საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-10 ნაკადი მიღება
საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-10 ნაკადი მიღება. პროექტის ფარგლებში ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
▪️ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
▪️ მაგისტრატურის სტუდენტებს;
▪️ დოქტორანტურის სტუდენტებს;
პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა:
▪️ მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0);
▪️პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თანხმობის ფორმაზე ხელის მოწერა.
თანხმობის შესახებ განაცხადი:
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 1-დან 31 მარტის ჩათვლით ხელი უნდა მოაწერონ თანხმობის ფორმას, რისთვისაც საჭიროა მობრძანდეთ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12:00-დან 16:00 საათამდე N 22 აუდიტორიაში.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების პროგრამის ვებგვერდს: http://stajireba.gov.ge/
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შრომათა კრებული
დაიწყო სტატიების მიღება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შრომათა კრებულის გამოცემის მიზნით.
ვრცლადბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში
2021 წლის 23 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში.
ვრცლადსტუდენტური მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის შეხვედრა სტუდენტებთან
2019 წლის 21 მარტს 15:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური მხარდაჭერისა დ...
ვრცლად