ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში
2021 წლის 23 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში.
მასტერკლასს უძღვებოდა გიორგი რუხაძე, კომპანია „ორიენტ ლოჯიკის“ სამთავრობო სექტორის მიმართულების ხელმძღვანელი და კომპანია „George Grey Winery”-ის თანა-დამფუძნებელი. გიორგის პროფესიული გამოცდილება უკვე მრავალი წელია, რაც ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ციფრული ტრანსფორმაციის გადაწყვეტილებებს უკავშირდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი გიორგი აქტიურად ჩაერთო ქართულ მეღვინეობაში და ბიზნეს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინის ბრენდი - “George Grey Winery”.
მან აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ისაუბრა, თუ როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ბიზნესის დასაწყებად, რა იყო ძირითადი მამოტივირებელი ფაქტორი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, რა გამოწვევებთან მოუწია გამკლავება საწყის პერიოდში და საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე.
მასტერკლასის ფორმატიდან გამომდინარე, მოწვეულმა სტუმარმა რჩევები მისცა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ მოტივაცია რთულ პერიოდებში, როგორ მოვიძიოთ იდეები მომავალი ბიზნესისთვის, თუ როგორ განვსაზღვროთ საბაზრო ნიშა და როგორ შევაფასოთ სწორად ახალი ბიზნესის პოტენციური ბაზარი, გაგვიზიარა წარმატების მიღწევის მთავარი ფორმულა.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა და სხვა დამსწრე პირებმა დასვეს კითვები როგორც მასტერკლასის მსვლელობის პროცესში, ასევე შეხვედრის ბოლოს. სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში კვლავ მოვიწვიოთ გიორგი რუხაძე, ამჯერად უკვე საუნივერსიტეტო სივრცეში, რათა დაინტერესებულ ჯგუფებს შესაძლებლობა მიეცეთ, უშუალო კომუნიკაციის დახმარებით, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ბიზნესის რეალური გამოწვევების შესახებ.
მსგავსი სიახლეები
თჰუ-ს სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სოფიას უნივერსიტეტს ეწვივნენ
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამის...
ვრცლადდისკუსია - ევთანაზიის სისხლისამართლებრივი პრობლემები სამართალშედარებით ჭრილში
„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ და მისი გამოცემა, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ‘სამართლის მაცნე“ გიწვევთ სამართლი...
ვრცლად