კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 13.03.2019

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ)აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

1.     სამართლის  ფაკულტეტზე:

1.1.  პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება -საჯარო  სამართალი)  ერთი საშტატო ერთეული

1.2.  პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება -კერძო სამართალი) ერთი საშტატო ერთეული

 

2.     ჯანდაცვის ფაკულტეტზე: 

2.1.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, ერთი საშტატო ერთეული.

 

3.     ჰუმანიუტარულ ფაკულტეტზე:

3.1.  პროფესორის თანამდებობაზე  (მიმართულება -ინგლისურის ფილოლოგია) ერთი საშტატო ერთეული

 

4.     ეკონომიკის ბიზნესისა და მართვის  ფაკულტეტზე:

4.1.  პროფესორის თანამდებობაზე  (მიმართულება -ტურიზმმი) ერთი საშტატო ერთეული

4.2.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება ტურიზმი)ერთი საშტატო ერთეული

4.3.  ასისტენტ- პროფესორის თანამდებობაზე, რუსულენოვან პროგრამაზე (მიმართულება- ეკონომიკა) ერთი საშტატო ერთეული

4.4.  ასისტენტის თანამდებობაზე (მიმართულება -ეკონომიკა) ერთი საშტატო ერთეული

 

5.  პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

8 წლით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზეშეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე;

ბ) აქვსსამეცნიერო–პედაგოგიურიმუშაობისარანაკლებ 6 წლისგამოცდილება;

გ) ბოლო5წლისმანძილზე გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი,რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

დ)ელექტრონულიდანაბეჭდიფორმითწარმოადგენსშესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლოპროგრამითგათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაშიმომაზდებულსილაბუსს/სილაბუსებს;

ე) საკონკურსო განცხადებასთანერთადშეავსებს განცხადებისტიპიურიფორმას, რომელშიცგანაცხადებს, რომგამარჯვების შემთხვევაშიიგიარდაიკავებსაკადემიურთანამდებობასსაქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;

ვ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

6.  ასოცირებული პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

ასოცირებულ  პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

ა) არისდოქტორისაკადემიურიხარისხისანმასთანგათანაბრებულიაკადემიური ხარისისმქონეპირი;

ბ) აქვსსამეცნიერო – პედაგოგიურიმუშაობისარანაკლებ 3 წლისგამოცდილება;

გ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი,რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

დ) ელექტრონული დანაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომაზდებულ სილაბუსს/სილაბუსებს;

ე) საკონკურსო განცხადებასთან ერთად შეავსებს განცხადების ტიპიურ ფორმას, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;

ვ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

7.  ასისტენტ–პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

ასისტენტ–პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი:

ა) რომელიც არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც   აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

ბ) გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით; შესაბამისი  კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:

ბ.ა)   აქვს პროფესიული გამოცდილების 3  წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და

ბ.ბ) გამოქვეყნებული  აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სულ ცოტა 2 პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს  შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას და აქვს სამეცნიერო ან პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

გ). ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა ელექტრონული დანაბეჭდი ფორმით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომაზდებული სილაბუსი/სილაბუსები;

დ) ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა საკონკურსო განცხადებასთან ერთად უნდა შეავსოს განცხადების ტიპიური ფორმა, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;

ე)  ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

8.  ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან არის დოქტორანტი ან/და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით;  შესაბამისი  კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:

–  აქვს პროფესიული გამოცდილების 2  წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და

– გამოქვეყნებული  აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში პუბლიკაცია,რომელიც ადასტურებს  შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას.

ბ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

  

9. დამატებითი ინფორმაცია:

აკადემიურ პერსონალთან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა და აფილირებულობა

1.  აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ თჰუ რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.

2. ასევე, აკადემიურ პერსონალთან, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით, ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

3. აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტთან აფილირებულია თუ: მასთან დადებულია „A“ კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება და მას არ აქვს დადებული აფილირებულობის შესახებ შეთანხმება ან/და აფილირებულობის დამადასტურებელი შრომის ხელშეკრულება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, იგი საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ან თჰუ სახელით, თჰუ - ში გააჩნია შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება თჰუ რექტორის ბრძანებით;

4. აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ ეკისრება შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვის შესრულების ვალდებულება თუ: არ თანამშრომლობს არც ერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; პარალელურად დასაქმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/დამხმარე (არა აკადემიურ) პოზიციაზე;

 5. აკადემიურ პერსონალთან, რომელიც არ არის აფილირებული უნივერსიტეტთან, იდება “B” კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება:

 

10. კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) CV (რეზიუმე), ბეჭდური და ელექტრონული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (ქართულ ენაზე);

დ) აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში –აპოსტილით დამოწმებული ფორმით;

ე) პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;

ვ) ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისი სჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულიფ ორმით;

ზ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული  სამეცნიერო შრომების /სტატიების სია ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული (ბეჭდური და ელექტრონული ვერსია), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას, სხვა შემთხვევაში –პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა და  სტატიის ამონარიდის დართვით;

თ) განაცხადი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტი ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის  თანახმაა ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;

ი) კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენიდოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: www.thu.edu.ge ;

კ) კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის დანართით;

ლ)  ღია კონკურსი ცხადდება 2019 წლის 12 მარტიდან;

მ) ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი  № 17, 2019 წლის 12 აპრილის  10.00 საათიდან 2019 წლის 19 აპრილის  17.00 საათამდე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა.

 

საკონტაქტო პირი: მონიკა შენგელია  +995 557 22 54 74

 

ან მოგვწერეთ უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით: thu-posta@thu.edu.ge

 

საკონკურსი კომისიის სხდომა ჩატარდება 2019 წლის 22 აპრილს, ხოლო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულებისთანავე.

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ 25.06.2019

ტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ

2019 წლის 26 ივნისს 12:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ასოც. პროფესორი იამზე თაბ...

ვრცლად
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, ერთობლივად წარდგენილი იქნა საგრანტო პროექტი 15.06.2021

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, ერთობლივად წარდგენილი იქნა საგრანტო პროექტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, ერთობლივად წარდგ...

ვრცლად
პარასკევს, 2 ოქტომბერს  18:00 საათზე  ჩატარდება ონლაინ ტრენინგი 30.09.2020

პარასკევს, 2 ოქტომბერს 18:00 საათზე ჩატარდება ონლაინ ტრენინგი

პარასკევს, 2 ოქტომბერს  18:00 საათზე  ჩატარდება ტრენინგი თემაზე  - კვლევის შედეგების ანალიზ...

ვრცლად